„დღევანდელი დაფინანსების წესი თავის დროზე იყო მორგებული მმართველი პარტიის ინტერესებზე. შესაბამისად, ეს წესი არის ყველაზე სახარბიელო და მომგებიანი მმართველი პარტიისთვის. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა და გადავსინჯოთ ეს ფორმულა, რომელიც არ უწყობს ხელს პოლიტიკური პარტიების და პარტიული სისტემის განვითარებას საქართველოში. დაფინანსება არის განაწილებული 20 პოლიტიკურ პარტიაზე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში 20 პოლიტიკური პარტია რეალურად არ არსებობს. ანუ არის დანაწევრებული ხელოვნურად პარტიების დაფინანსება და ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მოგებული რჩებოდა მმართველი პარტია, რომელსაც კერძო დაფინანსების მობილიზების მეტი რესურსი ჰქონდა. ეს ფორმულა არის შესაცვლელი და უნდა გადაისინჯოს იმგვარად, რომ გაიზარდოს ოპოზიციური პარტიების, რეალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსება.“- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყება.
„უახლოეს დღეებში დაიწყება ფართო კონსულტაციები, პირველ რიგში, საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ ამ სესიის ბოლომდე.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






