"საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს არ მოითხოვეთ"- აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა - 13:14, 13 Mar, 2018     2102
ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მარკ სიმაკოვსკიმ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკა-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობასა და ამ კონტექსტში საქართველოს უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.

„ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე წამყვანმა მაღალჩინოსანმა საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერის განცხადებები გააკეთა. პარადოქსულია ის, რომ პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოს, უკრაინის და სხვა რამდენიმე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა გაიზარდა. ჯაველინების მიყიდვა იმის დასტურია, რომ ვაშინგტონში რუსეთის პერიფერიებთან მდებარე ქვეყნების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ფიქრობენ.

თბილისმა უნდა გააგრძელოს ვაშინგტონთან კომუნიკაცია და იმის უწყვეტად ჩვენება, რომ საქართველო შეერთებული შტატების ყურადღებას იმსახურებს და რომ ქვეყნის მხარდაჭერა ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის.“- განაცხადა მარკ სიმაკოვსკიმ

მკვლევარმა საქართველოს ევროინტეგრაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკუთარი მომავლის და ორიენტაციის არჩევა საქართველოს მოქალაქეების სუვერენული უფლებაა:

„პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ საკუთარი მომავლის და ორიენტაციის არჩევა საქართველოს მოქალაქეების სუვერენული უფლებაა. ამერიკა საქართველოს გვერდით ედგა მაშინაც, როცა საქართველო არც ნატოში და არც ევროკავშირში გაწევრიანებით იყო დაინტერესებული და ამერიკა საქართველოსთან პარტნიორობას დღემდე ინარჩუნებს.
მეორე საკითხია ის თუ რა არის დასავლეთის ალტერნატივა? რუსეთის რევანშისტული მოქმედებები და იმ ქვეყნების მდგომარეობა, რომლებიც რუსეთთან არიან დაახლოებული ნათლად აჩვენებს იმას, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს რუსეთის მოკავშირე საქართველოს. მეორეს მხრივ კი, თითქმის ყველა წარმატებული ევროპული ქვეყანა ნატოს წევრია. დასავლეთთან ინტეგრაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამერიკას კი პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.“- აღნიშნა სიმაკოვსკიმ.

მისი თქმით, საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა. საქართველოს ნატოში ძალით არავინ შეიყვანს:

"დასავლური პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ სკეპტიციზმმა ტრადიციულად დემოკრატიულ ქვეყნებშიც მოიმატა. იგივე ხდება შეერთებულ შტატებშიც.

საქართველოს არავინ არაფერს მისცემს თუ ეს საქართველომ არ მოითხოვა. საქართველოს ნატოში ძალით არავინ შეიყვანს. ყველა ქვეყანამ, რომელიც ალიანსის წევრი გახდა, წინსვლა და განვითარება აჩვენა. ცხადია, ნატოს გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის ალიანსის სტრატეგიულ გათვლებზე დაყრდნობით მიიღება.

საქართველოს მოთმინება სჭირდება, რადგან ეს პროცესი სწრაფად არ მთავრდება. 1991 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დღეს ნატოში 29 წევრი იქნებოდა.

ნატოს გაფართოება ციკლურად ხდება და ვფიქრობ, თუ საქართველო რეფორმების კურსს გააგრძელებს, ნატოში გაწევრიანებისთვის უფრო ხელსაყრელი პერიოდი აუცილებლად დადგება. გარდა ამისა, რეფორმების კურსი არა მხოლოდ დასავლეთთან ინტეგრაციისთვის, არამედ საქართველოს საზოგადოების ზოგადი კეთილდღეობისთვის უნდა გაგრძელდეს.“- განაცხადა სიმაკოვსკიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42