„რუსეთი პასუხისმგებლობას გაემიჯნა, ამის საფუძველი ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა შეუქმნა“- გია ხუხაშვილი
პოლიტიკა - 12:40, 13 Mar, 2018     2522
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილს პასუხობს. სერგეი ლავროვის უწყება დადებითად აფასებს გიორგი კვირიკაშვილის მზაობას ჟენევის დისკუსიებში ჩართვასთან დაკავშირებით, აღნიშნულს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა საქართველოს ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტების წრეებში.

ექსპერტი გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ჩანს, რომ რუსეთი პასუხისმგებლობისგან გამიჯვნას ცდილობს, ამის საფუძველი კი მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მისცა თავისი განცხადებით:

„ეს განცხადება, როგორც ფორმით, ასევე შინაარსით პრობლემატურია. რაც შეეხება ფორმას, ის დაკნინებულია, რადგან პრემიერ-მინისტრის განცხადებას თუ პრეზიდენტი არა, მინისტრი მაინც უნდა პასუხობდეს და ამ შემთხვევაში მინისტრი კი არა, განცხადებას სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტი აქვეყნებს. ეს დიპლომატიური ეტიკეტით მაქსიმალური დაკნინებაა დამოკიდებულების.

რაც შეეხება შინაარსს, მთავარი პრობლემა რაც აქ ჩნდება არის ის, რომ თითქოს მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ პირდაპირ უნდა ველაპარაკოთ ოსებს და აფხაზებს და რუსეთი თითქოს მხოლოდ მედიატორია ამ პროცესში. რაც წინააღმდეგობაში შედის მრავალწლიან სტრატეგიასთან. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთია პასუხსიმგებელი ყველაფერ იმაზე, რაც ხდება აფხაზეთში და ე.წ. სამხერთ ოსეთში.

საკმაოდ პრობლემატურია, თითქოს რაღაც დამატებითი არგუმენტი მივეცით. ვერაფერი მოვიგეთ, რუსეთს კი სამომავლოდ სალაპარაკოდ დამატებითი არგუმენტი მივცით. ამის შემდეგ რუსეთთან მიმართებით რაღაც პრეტენზია რომ გაგვიჩნდება, ის ყოველთვის გვეტყვის, მე რატომ მელაპარაკებით, წადით და აფხაზებს და ოსებს ელაპარაკეთ, მთელ ამ პროცესში ის პასუხისმგებლობას გაემიჯნა და სამწუხაროდ ამის საფუძველი ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა შეუქმნა.

რუსეთმა შეიძლება პრემიერის განცხადება გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისთვის, ანუ თქვას, რომ დასხედით ილაპარაკეთ, ქურდად დაგიჯდებით, მოგისმენთ და რაღაც მედიატორი გავხდები. ერთია ჩვენი სურვილი, გაუმჯობესდეს, რუსების სურვილი რა არის? ფორმატის შეცვლა ხომ შეთანხმებით ხდება“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42