"სითი პარკთან" გაწყვეტილი ხელშეკრულება მოქალაქეებს აზარალებს? - ოპოზიცია კალაძისგან განმარტებეას ითხოვს
პოლიტიკა - 11:11, 13 Mar, 2018     2732
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი დედაქალაქის მერიის მიერ "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაწყვეტას მიესალმება, თუმცა იქვე ამბობს, რომ კახა კალაძემ შემდეგი ნაბიჯების შესახებ მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

როგორც "ნიუპოსტს" ხაბეიშვილმა განუცხადა, მსგავსი გადაწყვეტილებები ფორსმაჟორულ რეჟიმში არ უნდა მიიღებოდეს:

"ძალიან კარგია, რომ "სითი პარკთან" ხელშეკრულება გაუქმდა, მაგრამ შემდეგი ნაბიჯების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მნიშვნელოვანია. აღნიშნულ კომპანიასთან, რომ კონტრაქტი უნდა გაწყვეტილიყო, ამაზე ჯერ კიდევ ნარმანიას დროს ვსაუბრობდით. მთავარი კითხვაა, რა დაუჯდება თბილისელებს ეს სიამოვნება.

ასევე საინტერესოა, როგორ მოახერხებს კალაძე კოლოსალური თანხების გადახდას და ხომ არ დააწვება ეს გადასახადი თბილისელების ჯიბეს.

მერიამ ასევე უნდა გასცეს პასუხი შეკითხვას - თუ "სითი პარკი" არ იქნება და შემოვა სხვა კომპანია, რითი იხეირებს მოსახლეობა, ანდა, ამ გადაწყვეტილებით პარკირების პრობლემა იხსნება? არ გამოვა ისე, რომ აი "სითი პარკი" გავიდა და პარკირების პრობლემა მოიხსნებაო.

ძალიან მნიშვნელოვანია მერიას გაწერილი ჰქონდეს ყველა შემდეგი ნაბიჯი. წარმოუდგენელია ასეთი გადაწყვეტილება ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიიღო. თუ ნამუშევარი აქვს, თუ იცის შემდეგი ნაბიჯები რა იქნება, მაშინ თბილისელებმა უნდა იცოდეს "სითი პარკის" გასვლის შემდეგ, როგორ დარეგულირდება თბილისში პარკირების პრობლემა"- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ხელისუფლების ოპონენტი კალაძის განცხადებას, მერიაში დაგროვილი კორუფციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირებს.

"დღევანდელ განცხადებას ვუკავშირებ იმ პრობლემებს, რომელშიც კახი კალაძეა გახვეული, რამდენიმე დღის წინ, კორუფციის ბრალდებით კონკრეტული დეპუტატი დაუჭირეს, გაჩეჩილაძისთვის გადარიცხული თანხის გამოც სკანდალშია. რახან, სერიოზულ კორუფციაშია გახვეული, ხომ არ არის ეს განცხადება გაკეთებული ამ პრობლემების გადასაფარად?"- თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერმა კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულება დაასახელა.

კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, „სითი პარკის“ ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42