„სამწუხაროდ რუსეთი ჩვენს პრაგმატულ მიდგომას არ პასუხობს პრაგმატული მიდგომით, ეს ბოლო განცხადებაც იყო ამის გამოძახილი. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს მიდგომა შეიცვლება.
ცინიზმს ამას მე ვერ დავუძახებდი, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენი მოლოდინია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უფრო კონსტრუქციული მიდგომა, ეს განცხადება კი არ იყო კონსტრუქციული მიდგომის გამოხატულება.“- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის სპიკერი ტატუნაშვილთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებში სრულ პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახას უახლოეს დღეებში გადმოეცემა:
„ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის სრული კონტროლის განმახორციელებელი. შესაბამისად ჩვენი მოლოდინი არის რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი.
მე დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






