"რუსეთს ჟენევის ფორმატის გაძლიერება არ აწყობს, ეცდება რუტინად აქციოს“ - თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკა - 12:16, 13 Mar, 2018     1579
„მოსკოვში ყურდღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის თბილისი იქნება მზად“, - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 9 მარტის განცხადებას უპასუხა. ლავროვის უწყება დადებითად აფასებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში გიორგი კვირიკაშვილის ჩართვის ინიციატივას.


კვირიკაშვილის განცხადებას და რუსეთის საგარეო უწყების პასუხს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციის რიგებში.

„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად ექსპერტ თორნიკე შარაშენიძეს დაუკავშირდა, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსეთს არ აწყობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ცვლილება და რუსეთის საგარეო უწყების განცხადება იმავე შინაარსისაა, რაც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში გვესმის:

„ფორმატის შეცვლაზე მე მგონი მარტივად არ არის საქმე და არც შეიძლება მარტივად იყოს. შეუძლია კვირიკაშვილს ჩავიდეს იქ, შეუძლია ჩავიდეს სოზარ სუბარიც და ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამაზე მეტად ფორმატის ამაღლება ჩვენი მხრიდან არ შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად რუსეთის მხრიდან გამოიქცევა ვინმე, თუნდაც ლავროვი, ასე მარტივად არ იქნება. რუსეთს არაფერში აწყობს ჟენევის ფორმატის გაძლიერბა, რადგან ჟენევის ფორმატში საქართველო მარტო არ ზის რუსეთთან.

რუსეთს ამ ფორმატის გაუქმება უნდა, მაგრამ ვერ აუქმებს, ასე რომ მაქსიმალურად გააჭიანურებს და შეეცდება, რომ ფორმატი იქცეს ჩვეულებრივ რუტინად, ფაქტობრივად ასეც არის ქცეული. აქედან ვინც არ უნდა ჩავიდეს, მას სულ არ აინტერესებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შინაარსი იგივეა, რაც მისგან ბოლო ექვსი წელია გვესმის. იგი გვეუბნება, თუ გინდათ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა აღადგინეთ, ხელს არ გიშლით, ამბობს რომ მათი ბრალი არ არის, რადგან საქართველომ გაწყვიტა, თუ გინდათ ლაპარაკი აფხაზეთთან და ოსეთთან ისაუბრეთ, ჩვენ რა შუაში ვართ, თქვენი პრობლემა და თქვენი კონფლიქტიაო, ასე ამბობს 5-6 წელია. ეს განცხადებაც იგივე შინაარსისაა“, - აცხადებს თორნიკე შარაშენიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42