დაშავებული ქართველი სამხედროებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება
პოლიტიკა - 11:16, 13 Mar, 2018     1283
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაშავებული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის მალე ახალი ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა დაიწყება.

სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოში სპეციალურად საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ პრეზიდენტები, დოქტორი ბარბარა ვან დალენი და სტიუარტ ტეილორი ჩამოვიდნენ. დღეს მათ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაალ კაპანაძესთან და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ზაზა ჩხაიძესთან გამართეს შეხვედრა.

“Give an Hour”-ის მოდელში, რომელიც აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში ოპერირებს, ათასობით ფსიქოლოგია ჩართული. მოხალისე პროფესიონალები მზად არიან უფასო ფსიქოლოგიური მხარდაჭერა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და მათ ოჯახის წევრებს აღმოუჩინონ. სკოლებში, საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფებთან და სამხედრო ბაზებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებითა და ტრენინგებით, პროფესიონალი მედიკოსები სტიგმის დაძლევაზეც მუშაობენ, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან ასოცირდება. სწორედ მსგავსი მოდელის დანერგვის მიზნით იმყოფებიან ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ისინი ადგილზე შეისწავლიან მთლიანად ქვეყანაში და შეიარაღებულ ძალებში არსებულ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოლოგიური სერვისების მდგომარეობას.

შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი და ორგანიზაცია „Give an Hour“-ის ვიცე-პრეზიდენტი დოქტორი რენდი ფელპსი.

„Give an Hour“ აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და მის სამეფო უდიდებულესობა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრინც ჰარისთან, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს პროგრამას „Change Direction“. „Give an Hour“ და „Allied Forces Foundation“ აქტიურად თანამშრომლობენ დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდთან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის ოფისში (ODC), თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური რეაბილიტაციის ცენტრში, მარო მაყაშვილის სახელობის წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალში, თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და სხვა ორგანიზაციაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები შეხვედრას ასევე, გამართავენ მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს „Give an Hour“-ის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პრეზენტაციას გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42