კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა გაიმართა
პოლიტიკა - 11:09, 13 Mar, 2018     1961

ISET-ის კვლევითმა ინსტიტუტმა TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვა მოაწყო. განხილვაზე შეფასდა კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია და გაიმართა დისკუსია.

ღონისძიებას დაესწრნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ფრანსუა პეშო, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ასევე, ბიზნესის, საფინანსო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს დამტკიცებული კაპიტალის ბაზრის რეფორმის გეგმის 67.7% შესრულებულია. გასულ წელს აღნიშნული მაჩვებელი 51% იყო. ბოლო 1 წლის განმავლობაში, სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებთან ერთად, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული სააგენტოების სიას (Moodys, S&P და Fitch) დაემატა გერმანული სარეიტინგო სააგენტო Scope, როგორც სანდო სააგენტო ეროვნული ბანკის მიერ გირაოდ მისაღები ფასიანი ქაღალდების რეიტინგებისათვის. ასევე, ე.წ Free-float-ის შეღავათი საგადასახადო კოდექსში შეიცვალა უფრო ფართო და ინვესტორებისათვის მოსახერხებელი შეღავათებით, რომლის თანახმადაც გადასახადისგან გათავისუფლდა კაპიტალური მოგება (capital gain).

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების დახმარებით შემუშავდა საგადასახადო რეფორმების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ფინანსური ინსტურმენტების დაბეგვრას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. ამას გარდა, განისაზღვრება ისეთი ინსტრუმენტების სწორი დაბეგვრის მიდგომები, როგორებიცაა დერივატივები, რეპო და ფასიანი ქაღალდების გასესხება. კაპიტალის ბაზრის განვითარების გეგმის ნაწილია საპენსიო რეფორმაც, რომლის საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია.

რეფორმის მიმართ გარკვეული შენიშვნები აქვთ დაინტერესებულ ჯგუფებს, რომელთა განხილვა შეხვედრის ფარგლებში დისკუსიის დროს მოხდა.

„რეფორმეტრი“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პროექტია, რომელიც G4G USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და ის მიზნად ისახავს ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის შეფასებას წელიწადში ორჯერ. შეფასების შედეგები ქვეყნდება ვებ-გვერდზე: ReforMeter.iset-pi.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42