ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის მთავრი ამოცანა საქართველოს უსაფრთხოების მიმართ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერის გამყარება და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ: კენეტ უოლაკი - ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენ ტვაინინგი - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი, დეიმონ უილსონი - აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცეპრეზიდენტი და ქართული დელეგაციის წევრები: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






