საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის საგარეო უწყების მიერ გუშინ გავრცელებული განცხადებას პასუხობს.
"იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას"- აცხადებენ ჯანელიძის უწყებაში.
საგარეო უწყება კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად.
„გავეცანით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარს. ჟენევის დისკუსიები არის მნიშვნელოვანი ფორმატი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დასარეგულირებლად.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ჟენევის მომავალ რაუნდზე ჩვენ შევძლებთ მრავალი წლის მანძილზე არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას.
ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გადადგას ნაბიჯები არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემის უზრუნველსაყოფად“, -აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას სამი დღს შემდეგ, გუშინ უპასუხა.
ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერის განცხადებას ყურადღებით გაეცნენ და მიესალმებიან საქართველოს მხრიდან ორმხრივი ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავებისკენ სწრაფვას.
მასალის გამოყენების პირობები






