საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. ლავროვის უწყება მიესალმება გიორგი კვირიკაშვილის წერილში მოყვანილ შეთავაზებებს და აცხადებს, რომ მზად არის დათანხმდეს ჯენევის დისკუსიებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას.
ამ ყოველივეს კრიტიკულად აფასებენ საქართველოს ოპოზიციის რიგებში. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადება, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის უკიდურესად დამაზიანებელია:
„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არის უკიდურესად დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის. ამ განცხადებას საფუძველი შეუქმნა პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადება, რომელითაც მან ფაქტობრივად მისცა შესაძლებლობა რუსეთს, რომ მან დისტანცირება გააკეთოს საკუთარი თავის, ოკუპაციის თემისგან,“-აცხადებს ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი.
ოპოზიცია მიიჩნევს, განცხადების მაპორვოცირებელი და საფუძველი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო განცხადება გახდა.
„რუსეთის ფედერაცია ახლა ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის და მიხედეთ ამ ორმხრივ მიმართულებას, იმიტომ, რომ რუსეთის ფედერაცია არაფერ შუაში არ არის ამ ყველაფერთან. ჩაეჭიდნენ ამ უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს წევრი გიგა ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






