რეზოლუცია ტატუნაშვილის საქმეზე - საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მოხერხდა
პოლიტიკა - 20:06, 12 Mar, 2018     1583
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ჯერჯერობით შეთანხმება ვერ მოხერხდა და პარლამენტარები ისევ კონსულტაციის რეჟიმში არიან. აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარესთანაც. შეხვედრას, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, უმცირესობის წევრები დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია ესწრებონენ. საპარლამენტო უმცირესობას ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი პასუხი გაითვალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი მათ მოთხოვას და შეიტანს თუ არა ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა, რეზოლუციით საერთაშორისო სანქციები დაუწესდეთ ოკუპანტებს, რომლებიც დანაშაულს ჩადიან საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ასევე, რეზოლუციით დეპუტატები ერთგვარად უნდა გამოეხმაურონ არჩილ ტატუნაშვილისა და გიგია ოთხოზორიას მკვლელობებს.

ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საბოლოო მოლაპარაკებები ორი დღის შემდეგ ისევ უნდა გაიმართოს.

„ვინაიდან, ჯერ კიდევ რჩება მცირე შესაძლებლობა, რომ ზეგ პარლამენტი შეთანხმდეს ერთიან რეზოლუციაზე, დღეს დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დღეს ვიტყვი უბრალოდ იმას, რომ არსებობს პრინციპული განსხვავებები, მათ შორის პირველ რიგში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან და სანქციებთან მიმართებაში,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, თუ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება, მაშინ პარლამენტი შეძლებს ერთიანი რეზოლუციის მიღებას, რომელსაც როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობაც დაუჭერს მხარს:

„ევროპული საქართველოსთვის პრინციპული საკითხია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნა და მთავრობისთვის პოლიტიკურად ამის დავალდებულება და შემდეგ მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ამ სანქციების გავრცელებაზე ყველგან.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

საპარლამენტო უმრავლესობს ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით რეზოლუციაზე კონსულტაციები გრძელდება და ტექსტზე შესაჯერებლად დრო მომავალ სასესიო კვირამდეა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა მათ უმცირესობას შესთავაზეს ტექსტის მათეული ვერსია, მათ შორის სიასთან დაკავშირებითად, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა კი გუნდში კონსულტაციისთვის დრო ითხოვეს:

„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე კიდევ გვაქვს დრო. კონსულტაციები გრძელდება. დღეს უმცირესობას შევთავაზეთ რეზოლუციის ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციას გაივლიან გუნდში და მორიგი კონსულტაციის დროს გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია. ჩვენი ვერსია გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42