ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ხის მოსაჭრელად არ არის თვითმმართველობის თანხმობა საჭირო. ნებართვას, მხოლოდ მოჭრილი ხეების ტრანსპორტირებისთვის გასცემენ. მერიაში განმარტავენ, რომ სოფელი კვირიკედან 24 ცალი კრიპომერიის ჯიშის ხის მოჭრა და სახერხ-სამქრომდე ტრანსპორტირება მოქალაქე თემურ ყულეჯიშვილმა ითხოვა. ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ ხეები ქარსაცავ ზოლად რეგისტრირებული არ იყო.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის თქმით, მოსახლეობის ნაწილმა შესაბამისი ნებართვა თვითმმართველობისგან აიღო კიდეც.
„ყველა ხე, რომელიც მოიჭრა სოფელ კვირიკეში, ეს არის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე. მუნიციპალიტეტს მომართა მოქალაქემ სათანადო წესის დაცვით ჩვენ გავეცით თანხმობა და ამ თანხმობის საფუძველზე მოიჭრა ხე-მცენარეები და შემდგომში ტრანსპორტირებისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მიიღო თანხმობა,“ - განაცხადა მირიან ქათამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






