,,როგორ გგონიათ, პუტინი ფეისბუქზე დაწერილ წერილებს კითხულობს?" - ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 15:56, 12 Mar, 2018     2807
"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის თქმით, "ხელისუფლებას პირდაპირი დიალოგი რომ ჰქონოდა რუსეთის ხელისუფლებასთან დიდი ალბათობით ტატუნაშვილი ცოცხალი იქნებოდა".

ეს განცხადება ბურჯანაძემ "ნიუპოსტის" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა. მისივე თქმით, "ქვეყანას რომ პატრონი ჰყავდეს, პირდაპირი დიალოგს გამართავდა ოსებთან და აფხაზებთან".

"ტატუნაშვილის ოჯახის ტრაგედია მაჩვენებელია იმისა, რომ ქვეყანა, სახელმწიფო უბრალოდ არ არსებობს, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, ქვეყანას რომ პატრონი ჰყოლოდა და ამდენი ხნის განმავლობაში პირდაპირი იალოგი ყოფილიყო ოსებთან და აფხაზებთან და დიალოგი რუსეთის ხელისუფლებასთან, დღეს დიდი ალბათობით ტატუნაშვილი ცოცხალი იქნებოდა, მით უფრო თუ ასეთი ტრაგედია მოხდებოდა, არ დადგებოდა მიცვალებულის გადმოსვენების საკითხი. მაგრამ როცა ხელისუფლება არ გყავს, მაშინ რა თქმა უნდა ასეთი პრობლემების წინაშე დგას ერი"- აღნიშნა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება საქართველოს კულტურის სფეროს მუშაკების პუტინისადმი მიმართვას, ბურჯანაძემ თქვა, რომ "მეამიტური იქნება იმის დაჯერება, რომ პუტინი ფეისბუქზე დაწერილ წერილებს კითხულობდეს".

"რა აზრი აქვს? პუტინს უნდა ელაპარაკოს ხელისუფლება, პუტინი არ უსმენს "რუსთავი 2" -ს... სერიოზულია, როცა ოფიციალურად მიწერენ წერილს. როგორ გგონიათ, როცა საზოგადოების წარმომადგენელი რაღაცას გამოაქვეყნებს საქართველოში და პუტინი კითხულობს?!"- უთხრა "ნიუპოსტს" ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42