,,გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის ეს არის... ჩვენი დასავლელი მეგობრები დიდხანს აღარ დააყოვნებენ" - ლევან ალაფშივილი ევროპარლამენტარის განცხადებაზე
პოლიტიკა - 15:52, 12 Mar, 2018     2255
ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ერთი წელი გადის, უვიზო რეჟიმისთვის შექმნილი საფრთხეების შესახებ კი უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე საკმაოდ მკაცრი განცხადება გააკეთა ლიტველმა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა არ ჰქონდეს სელექციური მიდგომა რეფორმებისადმი, რადგან ამ გზით ქვეყანა ნაბიჯს უკან გადადგამს.

საკითხს „ნიუპოსტთან“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი აფასებს. იგი ევროპარლამენტარის განცხადებას საზოგადოებისადმი გზავნილად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ იმ შემთვევაში თუ საზოგადოება შეეგუება ხელისუფლების მხრიდან გარკვეულ გადაცდომებს, ქვეყანა მეგობრების გარეშე დარჩება დემოკრატიულ გზაზე სვლისას:

„ამ განცხადებას უფრო მივიჩნევ გზავნილად საქართველოს მოქალაქეებისადმი. ჩვენ გვყავს მეგობრები და მეგობარი პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ ის ზრუნავდეს შენთან ერთად შენს გამოსწორებაზე, ან შენს განვითარებაზე, სახელმწიფოებრიობაზე როცა ვსაუბრობთ. თუ ეს ასე არ არის, მისი რომელიმე ნაწილი, ამ შემთხვევაში მმართველი პოლიტიკური ძალა თუ არ იქცევა ისე, რომ სახელმწიფო განვითარდეს და მეგობრებთან ერთად გააგრძელოს დემოკრატიული გზა, ბუნებრივია ამ შემთხვევაში, დემოკრატიული ერთადერთი გზა რჩება, პოლიტიკური გზით დემოკრატიულ ჩარჩოებში ამ ყველაფრის შეცვლა. გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის სწორედ ეს არის, რომელსაც ბოლო პერიოდში არა ერთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აცხადებს - დემოკრატიული განვითარება არის არა ერთი რომელიმე პოლიტიკური ძალის ამოცანა, არამედ მთლიანი საზოგადოების მეცადინეობის საგანი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში თუ ჩვენთვის მისაღები იქნება ამ სტილით მმართველი პოლიტიკური ძალა, ჩვენი მეგობრებიც დიდხანს აღარ დააყოვნებენ, გვეტყვიან თუ ეს თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ გააგრძელოთ ეს გზა, მაგრამ მეგობრების გარეშე. ევროასოცირება და რეფორმები დემოკრატიულ ოჯახში დასამკვიდრებლად, იმისთვის, რომ საზოგადოება გახდეს დემოკრატიული, არ არის რომელიმე ევროპული სახელმწიფოსთვის აქტუალური, ეს მისი პრობლემა არ არის, შესაბამისად, თუ ეს ქართულ საზოგადოებას არ უნდა, შეიძლება რომელიმე ჩვენი მეგობრისთვის სამწუხარო ფაქტი იყოს, მაგრამ იყოს მოცემულობა“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42