მერიის მიერ 30 ათას ლარად დაფინანსებული გაჩეჩილაძე - ენმ აუდიტის სამსახურს მიმართავს
პოლიტიკა - 10:54, 12 Mar, 2018     2274
თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" აუდიტის სამსახურს მიმართავს და მერიის სარეზერვო ფონდიდან ლევან გაჩეჩილაძისთვის 30 ათასი ლარის გადარიცხვის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლას ითხოვს.

„რა განსხვავებაა დავით ნარმანიასა და კახი კალაძეს შორის, როდესაც დავით ნარმანია პროკურორებს აფინანსებდა, კახი კალაძემ კი გადაწყვიტა ბიზნესმენების დაფინანსება. წარმოუდგენელია მაშინ როდესაც უამრავი, 94 ათასი სოციალურად დაუცველია დედაქალაქში, მათ 120 ლარზე, 200 ლარზე ეუბნებიან ხშირ შემთხვევაში უარს, ამ დროს დააფინანსო მერიის სარეზერვო ფონდიდან, ბიზნესმენი, მილიონერი ლევან გაჩეჩილაძე.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა აუდიტის სამსახურის მიმართ არის, რომ შეისწავლოს, რამდენად მიზნობრივად მოხდა მილიონერ ლევან გაჩეჩილაძისთვის ამ თანხის გამოყოფა და რამდენად იყო დასაბუთებული ის მიზნობრიობა, რომლის მიხედვითაც მერიის სარეზერვო ფონდიდან 30 000 ლარი გაიცა.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება იყო პირადი მოტივებით მიღებული, ამ გადაწყვეტილებას საერთო არ აქვს იმასთან, რომ ვინმეს რაიმე სოციალური გაჭირვება ჰქონდა და ამის გამო მოხდა დახმარება. ლევან გაჩეჩილაძე სხვა მოქალაქეებთან შედარებით უკეთეს პირობეში იყო ჩაყენებული, რადგან ყველა ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა, მერიისგან მიიღოს 30 000 ლარის დახმარება, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა.

უამრავი ბავშვი გვინახავს, რომლებიც სამწუხაროდ, იღუპება იმის გამო, რომ მის ოჯახს მინიმალური სახსრებიც კი არ აქვს. უამრავი სოციალურად დაუცველი გვინახავს, რომელიც მედიკამენტს ვერ ყიდულობს. მათ მერია ეუბნება, რომ ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ დაეხმარება. ამ დროს მილიონერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მერმა მისცა თავს უფლება, მილიონერ ლევან გაჩეჩილაძეს დახმარებოდა. შესაბამისად, აუდიტის სამსახურს არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ გამოიკვლიოს ამ თანხის მიზნობრიობა”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან გაჩეჩილაძისთვის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის თანხის გადარიცხვას ადასტურებენ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42