საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებს საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო
პოლიტიკა - 17:52, 11 Mar, 2018     1142

5-7 მარტს ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი გაიმართა, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ვალენსიის მერთან, ვალენსიის ავტონომიისკორტესის თავმჯდომარესთან, ადგილობრივი მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, 5 მარტს საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ესპანური კომპანიების „Ortiz&Asociados“-ისადა„GEES iberia“-ს ორგანიზებით, გამართულ შეხვედრაში, რომელსაც 150-მდე ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. ისინი წარმოადგენდნენ ეკონომიკის ისეთ სექტორებს, როგორიცაა მრეწველობა, უძრავიქონება, სოფლისმეურნეობა, ა.შ.

შეხვედრაზე ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე მისალმებით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე.

ესპანური ბიზნესის წარმომადგენლების დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზენტაციამ საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მათ შორის, ინფორმაციამ ლიბერალური საგადასახადო რეჟიმის, მსოფლიოს დიდ ბაზრებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების, აგრეთვე მსხვილი საინვესტიციო პროექტების თაობაზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას შეეხებოდა.

აღნიშნული პრეზენტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უფროსმა საინვესტიციო მრჩეველმა გიორგი ედილაშვილმა ჩაატარა. ესპანური ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საქართველოს საპარტნიორო ფონდის და მისი საინვესტიციო პროექტების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ესპანეთის ერთ-ერთ მსხვილ კომპანიასთან „Primaflor“, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქმიანობს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასათბურე მეურნეობები აქვს. შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყების ინტერესი გამოთქვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42