შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა განაცხადა, რომ ცხედრის გადმოსასვენებლად ყველა ბერკეტია ჩართული:
„ჩემი ჩამოსვლით მინდა, ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოვხატო. ნამდვილად არიან ოსები, რომელთაც ასეთი ვითარება აშფოთებთ, მიიჩნევენ, რომ ეს არის გაუმართლებელი მოქმედება, როდესაც ამხელა ტრაგედიის მერე ოჯახისთვის ცხედრის გადმოცემა ჭიანურდება.
რაც შეეხება ახლა არსებულ ვითარებას, ყველა ბერკეტი გახლავთ ჩართული იმისთვის, რომ მოხერხდეს ცხედრის გადმოსვენება, დაკავებული ბიჭების გათავისუფლება და საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. ეს საკითხი ჩვენს საერთაშორისო კომუნიკაციაში მთავარი თემაა“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






