„ხელისუფლება რუსეთს ახალ, კაპიტულანტურ დათმობებს სთავაზობს“ - ენმ პრემიერის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 15:04, 10 Mar, 2018     1545

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი კვირიკაშვილის წერილს რუსეთის ხელისუფლების მიმრათ განცხადებით ეხმაურება:

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი განცხადება კრიტიკული ნიშნულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საგანგაშოა როგორც ამ განცხადების შინაარსი, ასევე მისი გავრცელების დრო:

ნაცვლად იმისა, აღიაროს მაამებლობისა და თავის დახრის 6-წლიანი პოლიტიკის სრული კრახი და ახლა მაინც გადადგას ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეების დასაცავად;

ნაცვლად იმისა, გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის გაქრობის პოლიტიკა იყო უმძიმესი დანაშაული და ახლა მაინც გაუსწოროს თვალი რეალობას;

ხელისუფლება რუსეთს ახალ, კაპიტულანტურ დათმობებს სთავაზობს. საუბარია ოკუპანტის სტატუსის მოხსნაზე და შუამავლის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია.

ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წახალისებას ქართული სახელმწიფოებრიობის ხარჯზე. პრემიერი საუბრობს გაურკვეველ „ტრაგიკულ მოვლენებზე“ - თითქოს ეს მოვლენები თავისით და არა ოკუპანტის ნებით ხდება, რომელსაც უკვე 6 წელია უსიტყვოდ ემორჩილება „ოცნების“ ხელისუფლება. პრემიერი საუბრობს იმაზე, თითქოს „ვერ ხერხდება“ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, რაც თავის მოტყუება და ჭირისუფლის შეურაცხყოფაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ოკუპანტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც საბედნიეროდ ასე არ არის.

ორმაგად დამამცირებელია, რომ რუსეთი არათუ სერიოზული პასუხის ღირსად არ მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, არამედ თავისი მარიონეტების პირით დასცინის მას და მთლიანად საქართველოს.

დღეს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალა თანხმდება, რომ ოცნების ანტისახელმწიფოებრივმა პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა. მიგვაჩნია, რომ:

1. კვირიკაშვილის განცხადება ნერგავს უმწეობისა და უიმედობის განცდას, რაც დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინაშე და წინაპირობაა ეკონომიკური და დემოგრაფიული კატასტროფისა. რუსეთისათვის შუამავლის სტატუსის შეთავაზება ღალატის ტოლფასია. ამ განცხადების გამო კვირიკაშვილმა ბოდიში უნდა მოუხადოს ქართველ ხალხს და დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი.

2. საქართველოს ყავს მებრძოლები, რომლებიც წლების მანძილზე იცავდნენ ჩვენს მოსახლეობას და შიშის ზარს სცემდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოთარეშე მკვლელებს. ივანიშვილის რეჟიმს ეს მებრძოლები ციხეში ყავს გამოკეტილი. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ, ხოლო სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.

საქართველო არ დანებდება უიმედობას და აუცილებლად დაამარცხებს რუსულ ბოროტებას, რომლის მთავარი მოკავშირე დღეს ხელისუფლებაშია მოკალათებული”, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42