თბილისში, ავალიშვილის ქუჩაზე ეზოში ხე გაზის მილსა და ავტოფარეხის სახურავს დაეცა. მაშველებმა ეზო წაქცეული ხისგან გაათავისუფლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



დიდ დიღომში, ნესტან-დარეჯნის ქუჩაზე, სახურავიდან თუნუქის ფურცელი ჩამოვარდა და მანქანას დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა



თბილისში, დედოფლისწყაროს ქუჩაზე ჩამოინგრა ბარაკული ტიპის სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა



დიდ დიღომში, ხატაეთის ქუჩაზე, სახანძრო-სამაშველო სამსახურმა აყრილი თუნუქის ფურცლები მოხსნა. ამ დროისათვის საფრთხე მოხსნილია



თბილისში, დიდ დიღომში, ქარმა რესტორან "რიტორს" სახურავი გადახადა. დაზიანდა მაღალი ძაბვის კაბელი



საჩხერეში, სოფელ გორისის საჯარო სკოლის სახურავიდან, მეხანძრე-მაშველებმა საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა



სამტრედიაში, სოფელ ჭოგნარში, მეხანძრე-მაშველებმა გზის სავალი ნაწილი წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფი


ძლიერმა ქარმა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ხე წააქცია და სავალი ნაწილი ჩახერგა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა




თერჯოლაში, ოთხი ძმის ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლაში, შენობის სახურავიდან ქარის შედეგად დაზიანებული, საფრთხის შემცველი თუნუქის ფურცლები ჩამოხსნეს. ადგილზე მობილიზებული იყო 2 სამაშველო ჯგუფი



ქ. ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი გადახადა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა



მასალის გამოყენების პირობები






