შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის
პოლიტიკა - 20:15, 09 Mar, 2018     1266
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპოლში მეკავშირე ოფიცერს წარგზავნის. საქართველოს ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ქალაქ ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინას ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, რობ უეინრაითს შეხვდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას.

აღნიშნული დოკუმენტები მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის განვითარებისთვის. მათი მეშვეობით ხდება საქართველოსა და ევროპოლს შორის 2017 წლის 4 აპრილს ხელმოწერილი ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია. კერძოდ, უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირების შემდეგ, საქართველოსა და ევროპოლს შორის შეიქმნება უსაფრთხო კომუნიკაციის არხი, რომლის მეშვეობითაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, ოპერატიული სახის ინფორმაცია. მეკავშირეობის შესახებ შეთანხმება ძალაშია ხელმოწერისთანავე. მის საფუძველზე, საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა, წარგზავნოს თავისი მეკავშირე ოფიცერი ევროპოლის შტაბ-ბინაში.

გიორგი გახარიამ ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და ორგანიზებული დანაშაულისა და კომპიუტერული დანაშაულის საფრთხეების შეფასებისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის ქართული მხარისთვის გაზიარების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ ამ სფეროებში ევროპოლს დიდი გამოცდილება აქვს და აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობებს, დანაშაულის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ დააფიქსირა ევროპის კიბერდანაშაულის ცენტრთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა, რომელიც ევროპოლის სისტემაში 2013 წელს შეიქმნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა ევროპოლთან და ევროპოლის მეშვეობით ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან როგორც ოპერატიული, ასევე, არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობაზე ქართული მხარის სრული მხარდაჭერა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42