ცენტრი „ემპათია“ ფატუ ბენსუდას ოფიციალურად მიმართავს და რუსეთ- საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოებას ითხოვს
პოლიტიკა - 19:27, 09 Mar, 2018     1330
ა(ა)იპ წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთ - საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ გამოძიების გაფართოების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

"2018 წლის 9 მარტს, ცენტრმა „ემპათია“ -მ ოფიციალურად მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ქნ. ფატუ ბენსუდას რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების შესახებ.

კერძოდ, 2008 წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გამოძიების თაობაზე, რაც ეხება საოკუპაციო ზოლის გარშემო მდებარე სოფლებიდან ადამიანთა გატაცებას, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ასევე, ადამიანთა მკვლელობას.

ამავდროულად ცენტრი „ემპათია“ ამახვილებს ყურადღებას, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული იქნა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა კოდორის რეგიონის მოსახლეობაც, ასევე, ადგილი ჰქონდა ომის დროს სამხედრო დანაშაულებებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონფლიქტის მიმდებარე ზონის გარეთაც.

აღნიშნულ მიმართვაში, ცენტრი „ემპათია“, ასევე, განიხილავს როგორც მტკიცებულებას, შემდეგ შემთხვევებს ცენტრი „ემპათია“ -ს პრაქტიკიდან:

არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მოკვლის ფაქტი, არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრთა მიმართ ამდრომდე გრძელდება, ვინაიდან ოჯახს არ ეძლევა საშუალება იგლოვოს მიცვალებული საკუთარი რელიგიური თუ კულტურული ტრადიციების შესაბამისად, ხოლო ექსპერტიზის მოტივით ცხედრის არ გადმოცემა, არ ჯდება არანაირი საჭიროების ჩარჩოში.

ამავდროულად, ცენტრი ამახვილებს ყურადღებას, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილისთვის გადაადგილების უკანონო შეზღუდვის ფაქტზე.

აღნიშნულ მიმართვაში, ასევე, განხილულია სხვა შემთხვევებიც, კერძოდ, ნიკა საღინაშვილის საოკუპაციო ზოლიდან უგზო - უკვლოდ გაუჩინარების შემთხვევა, ამირან გუგუტიშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთის, გამოსყიდვისა და წამების ფაქტები და ასევე სხვა შემთხვევებზე.

ცენტრი „ემპათია“, აღნიშნული განცხადებით, ასევე, მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ყველა პოლიტიკურ მხარეს ოკუპაციის შესახებ ინიცირებული რეზოლუციის ტექსტში, ასახული იყოს მიმართვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორისათვის რუსეთ - საქართველოს ომის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლების გაფართოების თაობაზე, რაც გულისხმობს, როგორც გეოგრაფიული ჩარჩოს, ასევე დროის ჩარჩოს გაფართოებას" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42