ეკატერინე მიქაბაძემ „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის“ ანგარიშის პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 17:53, 09 Mar, 2018     1284
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის“ ანგარიშის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო, ბიზნეს გაერთიანებებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საწარმოების მიერ მოთხოვნადი პროფესიული უნარების შესწავლა, რომელიც აუცილებელია პიროვნების დასაქმებისთვის. შესწავლილი იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დასაქმებულთა სტრუქტურა და ძირითადი მახასიათებლები; დასაქმებული სამუშაო ძალის უნარების და შესაძლებლობების შეფასება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა.

კვლევის მსვლელობისას შესწავლილი იქნა საწარმოებში არსებული ვაკანსიები ეკონომიკური სექტორებისა და პროფესიული ჯგუფების მიხედვით, ასევე დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები სამუშაოს მაძიებლების დასაქმების კუთხით.

ამასთან, კვლევამ მოიცვა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლების მქონე ადამიანთა დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებლების დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები. ასევე საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციები.

პრეზენტაციის შემდეგ, კვლევის ავტორებმა დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

კვლევა ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ETF, ILO) გამოცდილების შესაბამისად მომზადებული კითხვარის საფუძველზე მომზადდა, რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო უწყებებთან შეჯერდა. უშუალოდ სტატისტიკური გამოკვლევა „საქსტატის“, ხოლო ანალიზი და კვლევის ანგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადდა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, ასევე კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იყო კვლევასთან დაკავშირებული წინადადებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42