თბილისის მერის მოადგილე საქართველოში ლიტვის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა - 17:47, 09 Mar, 2018     1118
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, საქართველოში ლიტვის ელჩ გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბებაზე იმსჯელეს და აღნიშნული მიმართულებით, ლიტვის მხრიდან დახმარების საკითხი განიხილეს.

თბილისის მერია მდინარე მტკვრის მიერ მყარი ნარჩენების ჩამოტანის პრობლემის აღმოსაფხვრელად, კომპლექსური ღონისძიებების გატარებასა და საკითხის კომპლექსურ დარეგულირებას გეგმავს.

პირველ ეტაპზე, თბილისზე მორგებული საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად, კვლევის ჩატარება იგეგმება. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგენილ ლოკაციებზე კი, მყარი ნარჩენების შესაგროვებლად და შეგროვებული ნარჩენების ამოსაღებად, ბადეებისა და ბარიერების მოწყობა, ასევე, შესაბამისი აღჭურვილობის შეძენა დაიგეგმება.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა.

„ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და საქართველოში ლიტვის ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. შეხვედრის მთავარი მიზანი მდინარე მტკვრის დაბინძურებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმების ჩამოყალიბება იყო. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ლიტვის შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, თანამშრომლობას დავიწყებთ და ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს დედაქალაქში მცხოვრებლებს აწუხებთ და მდინარე მტკვრის ვიზუალურ დაბინძურებას ეხება, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

საქართველოში ლიტვის ელჩმა აღნიშნულ სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ამგვარი პრობლემის გადასაჭრელად, საინტერესო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები გაგვაჩნია და მზად ვართ, თბილისში ჩვენს მეგობრებს დავეხმაროთ. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელზეც თანამშრომლობაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ლიტვის ელჩმა.

თბილისის მერის მოადგილესთან შეხვედრას, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე დაინიუს კაზლაუსკასი და დაძმობილების პროექტების მრჩეველი დაივა მატონიენე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42