„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა ქართულ-ესპანურ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა მიიღო
პოლიტიკა - 17:13, 09 Mar, 2018     1175

„საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ქართულ-ესპანურ ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმზე, რომელიც ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს აერთიანებდა, საქართველოში პროექტების განხორციელებისადმი დაინტერესება გამოთქვეს.

ესპანეთში გამართულ ბიზნეს-ფორუმზე „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ ფონდის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ფონდის მანდატისა და მუშაობის პრინციპების შესახებ დეტალურად ისაუბრა. გიორგი დანელია, ფორუმის სხვა მონაწილეებთან ერთად, ვალენსიის მერს, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამას გარდა, ქართულმა მხარემ მოინახულა ევროპაში ბოსტნეულის ერთერთი უმსხვილესი მიმწოდებელი სასათბურე მეურნეობა „პრიმაფლორი“, მის საკუთრებაში არსებული სათბურები და შეხვდა კომპანიის დამფუძნებლებსა და მენეჯმენტს. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა მიმართულების ბიზნეს წრეებთანაც.

საქართველოდან ფორუმში, აგრეთვე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენელმა გიორგი ედილაშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და მიიღეს მონაწილეობა. ქართულმა მხარემ დამსწრეებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და ბიზნეს პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ქართულ-ესპანურ ფორუმს 150-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, სასტუმროების, წარმოების სექტორიდან.

ვიზიტის დასასრულს, დაიგეგმა ესპანური ბიზნეს-დელეგაციის ვიზიტი საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42