ოსური მხარე კვირიკაშვილის განცხადებაზე – ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება
პოლიტიკა - 17:06, 09 Mar, 2018     9189

აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით ნეტგაზეთი ოსურ მხარეს, კერძოდ, დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, დიმიტრი მედოევს დაუკავშირდა და კვირიკაშვილის განცხადება გააცნო.

“ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაური განცხადებაა. თუმცა, მე არ მაქვს სურვილი მისი კომენტირების, ვინაიდან ის არ არის სამხრეთ ოსეთის მისამართით და, შესაბამისად, ჩვენთან მას არანაირი კავშირი არ გააჩნია. მეორე საკითხია, რამ უბიძგა ბატონ კვირიკაშვილს, ასეთი ნაბიჯი გადაედგა? თუმცა გვერდიდან ეს ყველაფერი საკმაოდ სახალისოდ გამოიყურება: საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელი პირი მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას [“ოკუპანტ” ქვეყანას], რათა მან [“ოკუპირებულ”] აფხაზებსა და ოსებს “homeland”-თან, საქართველოსთან პირდაპირი დიალოგის ნება დართოს. გაუგებარია, როგორ უშლის ხელს რუსეთი საქართველოს ხელისუფლების დიალოგს კახეთის ან ნახალოვკის ოსებთან? ალბათ, იქ ისინი აღარ დარჩნენ, უკომენტაროდ… მესამე – საერთოდ გაუგებარი იქნებოდა, თუკი საქართველოს პრემიერი უყურადღებოდ დატოვებდა სამხრეთ ოსეთში დაკავებული და დაღუპული მოქალაქე ტატუნაშვილის თემას. ის ამბობს, რომ “ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რაც ქართულ-რუსულ უერთიერთობების დარეგულირების პერსპექტივას საფუძველშივე ძირს უთხრის”. ესეც უკომენტაროდ. უფრო მეტიც, კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მოუწოდებს [ხაზს ვუსვამ], მოუწოდებს! გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომავალი თაობების წინაშე…”. გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა! ესეც უკომენტაროდ. იქნებ აქ რაღაც შეცდომაა [მექანიკური], რომელიც განცხადების ტექსტში იპარება. ვგულისხმობ სიტყვას “მთელი” პასუხისმგებლობა”, თანამედროვე ქართული პოლიტიკური ლექსიკონით აქ უნდა იყოს სხვა სიტყვა – “საკუთარი” პასუხისმგებლობა”, – განუცხადა მედოევმა ნეტგაზეთს.


წყარო netgazeti.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42