ისი თქმით, მიწა, რომელზეც მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს კერძო კომპანიასთან, მას ეკუთვნის, რასაც სასამართლო გადაწყვეტილებებიც ადასტურებს. მანანა მიქავა ამბობს, რომ 27 წერილი აქვს გაგზავნილი სხვადასხვა უწყებაში და ეს დოკუმენტაცია მას მედიას წარმოუდგინა.
შანავა ამბობს, რომ მას ქალაქის ცენტრში 9 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი წაართვეს, სადაც აკვაპარკის ასაშენებლად გარკვეული ინვესტიცია უკვე ჩადებული ჰქონდა.
ბიზნესმენის განმარტებით, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები დაინტერესებული იყვნენ ამ ტერიტორიით და ხელოვნურ ბარიერს ქმნიდნენ.
„ეს იყო მიზანმიმართულად ჩემი განადგურებისთვის. ამით დაინტერესებულები არიან ჩვენი მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია და დღევანდელი მოქმედი მერი ლაშა გოგია“- განაცხადა შანავამ. მისი თქმით, ტერიტორია, სადაც კომპანია „ზუგდიდი სითი“ მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს, მას ეკუთვნის. კომპანიის გეგმების შესახებ კი შემთხვევით მედიის საშუალებით შეიტყო.
„ზუგდიდი სითი“, რომელიც იტალიური საინვესტიციო ჯგუფია, ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, მრავალფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. პროექტი სასტუმროს, აპარტამენტის ტიპის საცხოვრებელი სახლის, ბიზნეს ცენტრის, ბოულინგის, ბავშვთა გასართობი მოედნების მშენებლობასა და გარე ტერიტორიის გამწვანებას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ლარია.
მერის, ლაშა გოგიას განცხადებით, ტერიტორია, რომელზეც მანანა შანავა საუბრობს, მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაა და ისინი ინვესტიციის ჩასადებად ყველა წინადადებას განიხილავენ.
მანანა შანავამ მდინარე ჩხოუშთან მიწის ნაკვეთი 2008 წელს შეიძინა. ხელშეკრულების პირობების თანახმად, აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა და 6 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაედო. თუმცა, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მისი დაპატიმრების გამო ვერ მოახერხა. ის 2010 წლის 26 ნოემბერს თაღლითობის მუხლით დააკავეს. ის სასამართლომ ბიუჯეტისთვის გადასახადების დამალვის და „ლაზიკა კაპიტალისგან“ დიდი ოდენობის თანხის თაღლითური გზით მითვისებისთვის გაასამართლა. ბიზნესმენი პატიმრობიდან 2013 წლის აგვისტოში გათავისუფლდა, თუმცა მის კუთვნილ მიწაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გამგეობას უკვე ბათილად ჰქონდა ცნობილი, ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის. 2014 წელს ბიზნესმენმა ზუგდიდის გამგეობას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოუგო და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტლება ძალაში დატოვა. მანანა შანავა ზუგდიდის გამგეობისგან ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.
მაგრამ 2015 წელს შანავამ ქალაქ ზუგდიდის მერია და გუბერნია ხელოვნურად, მიზანმიმართულად კუთვნილი ქონების წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა. შპს „აკვაპარკის“ წარმომადგენლის თქმით, მას შემდეგ, რაც ზუგდიდი ორ მუნიციპალიტეტად გაიყო, მისი მიწა ქალაქის ბალანსზე აღმოჩნდა. მიმართა რამდენჯერმე გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე, 7 თვის მერე კი, როგორც ამბობს, პასუხი მიიღო, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. განსაზღვრული ვადა მანანა შანავამ თქმით, საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ, ტერიტორია საკრებულომ ჯერ სახელმწიფოს გადასცა, თუმცა მოგვიანებით მიწა კვლავ ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოს გადმოეცა.
მასალის გამოყენების პირობები






