სად ცხოვრობს ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი და რომელი ქვეყანა ლიდერობს საქართველოში მცხოვრები იმიგრანტების რაოდენობით
პოლიტიკა - 16:11, 09 Mar, 2018     2429
Pew Research Center-ის 2017 წლის მონაცემებით , ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი, 450 000 ადამიანი რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, მეორე ადგილზეა საბერძნეთი 80 000, შემდეგ მოდის უკრაინა 70 000 და აზერბაიჯანი 50 000, 40 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს სომხეთში, 30 ათასი აშშ-ში, გერმანიაში და კვიპროსში მათი რაოდენობა 20 -20 ათასია, იტალიაში კი 10 ათასი.

რაც შეეხება სხვა პერიოდებს, ქართველი ემიგრანტების რაოდენობა რუსეთსი 1990 წელს 660 ათასი იყო, 2000-ში 630 ათასი. 2010 წელს კი 440 ათასი.

1990 წელს ქართველი ემიგრანტების რაოდენობით ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურებოდა: რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, ისრაელი.
2000 წელს: რუსეთი, უკრაინა, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.
2010 წელს: რუსეთი, საბერძნეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი.

რა შეეხება მეზობელ თურქეთს Pew Research Center-ის მონაცემებით აქ ქათველი ემიგრანტების რაოდენობა 10 ათასზე ნაკლებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი ემიგრანტების რაოდენობა 1990 წელს 10 ათასზე ნაკლები იყო, 2000 წელს 10 ათასი, 2010 წელს 20 ათასი, ხოლო 2017 წელს ეს რაოდენობა 30 ათასი გახდა.

რაც შეეხება სხვა ეროვნების მიგრანტების მრავალრიცხოვნებით 2017 წლის პირველი სამეული ასე გამოიყურება. საქართველოში ცხოვრობს 40 ათასი რუსი მიგრანტი, 10 ათასი სომეხი, 10 ათასი უკრაინელი.

1990 წლის მონაცემები კი ასეთი იყო რუსი -150 ათასი, უკრაინელი 50 ათასი, ყაზახი 20 ათასი.

2000 წელი: რუსი 40 ათასი, სომეხი 10 ათასი, უკრაინელი 10 ათასი.
2010 წელი: რუსი 30 ათასი, სომეხი 10 ათასი, უკრაინელი 10 ათასი.

Pew Research Center-ის მონაცემებით 1990 წელს სხვა ქვეყნებში 920 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა, 2000 წელს 970 ათასი, 2010 წელს 810 ათასი, ხოლო 2017 წელს 840 ათასი.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის“ მოსახლეობის დეპარტამენტის განმარტებით, „საერთაშორისო მიგრანტი“ არის ადამიანი, რომელიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში და არა იქ, სადაც დაიბადა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42