ბოკერია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას „მგლის თავზე სახარების კითხვას“ უწოდებს:
„ეს მთავრობა, ივანიშვილის გუნდი მოვიდა დაპირებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, ასე რომ ეს იყო ცრუ დაპირება, ეს დადასტურდა და პირიქით იმ პოლიტიკამრაც აწარმოეს, დააზიანა საქართველო, ჩვენი საკითხის მაღალი დონის დღისწესრიგდან მოხსნით, ახლა მგლის თავზე სახარების კითხვით და ასეთი წერილებით, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით თანმიმდევრული პოლიტიკა, გრძელვადიანი პოლიტიკა კონკრეტული კომპონენტებით და ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ შეთავაზებული გვაქვს ერთი კონკრეტული კომპონენტი და ეს არის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, ველით პასუხს მმართველი გუნდისგან. ბევრ ზალადობას ჰქონია ადგილი რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიღმა, მაგრამ იშვიათად ხდება ხოლმე, როდესაც ასეთი საზარელი მკვლელობა არის აღბეჭდილი ფირზე, ეს შემთხვევა ძალიან ძვირი ფასი უნდა დაგვეჯინა ჩვენ რუსეთის ფედერაციისთვის და ახლაც უნდა ვეცადოთ, რომ ეს გავაკეთოთ. საქართველოს მთავრობამ აქამდე ეს არ გააკეთა და ჩვენს კრიტიკაზე ჰქონდა ძალიან აგრესიული რეაქცია, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას მათზე, რადგან ახლა მაინც გადადგან გარკვეული ნაბიჯები. ეს წერილი არ არის ეს ნაბიჯი“, - აცხადებს გიგა ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






