საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც გიორგი კვირიკაშვილი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება.
მისი თქმით პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები:
„მოლაპარაკებები იმართება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ადრეც იქნა გაჟღერებული და მისი მზაობა, რომ ის პირადად ჩაერთოს ამ ფორმატში, რათა მოძებნილი იქნას შესაბამისი გადაწყვეტილებები და კონფლიქტის დარეგულირების გზები. პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო ძალიან კონკრეტული, კონკრეტული გზავნილებით და კონკრეტულ ფორმატებთან დაკავშირებული. შესაბამისად ჩვენ ველით, რუსეთის ფედერაცია შეასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, უპასუხებს არამხოლოდ საქართველოს მტავრობის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნებს“, - აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






