ჟურნალისტი თამუნა ილურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
"არ აჩუქოთ მასწავლებელს რვა მარტს საჩუქარი... იძულებით, კოლექტიურად, ვალდებულების გამო, შვილისთვის "რაიმე სიკეთის" მოსატანად, კარგი ნიშნისთვის, შექებისთვის, ყალბი კეთილგანწყობისთვის.
როცა სხვა მშობლები დაგირეკავენ, არ ჩათვალოთ თავი ვალდებულად, ნუ შეგეშინდებათ, რომ არ უერთდებით მათ, ნუ შეგეშინდებათ, რომ მათ გუნდში ვერ მოხვდებით ან ძუნწად ჩაგთვლიან.
ნუ შეგეშინდებათ მასწავლებლის, რომელიც თქვენგან საჩუქარს ელის.
თორემ თქვენ გახდებით ცუდი, ანგარებიანი ტრადიციის გამგრძელებელი მშობელი, გახდებით "კოლექტივის" წევრი, რომელიც სტერეიტიპებით აზროვნებს და იფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება მასწავლებელს, სულაც არ მოსწონს ძალით საჩუქარი.
თორემ თქვენს შვილებსაც მიაჩვევთ ამ ტრადიციას, მიაჩვევთ სხვებივით აზროვნებას, გაუჩენთ უაზრო ვალდებულებებს და შეუზღუდავთ არჩევანის თავისუფლებას.
წარმოიდგინეთ რამდენს ნიშნავს, როდესაც ბავშვი თავად არჩევს მასწავლებელს, საჩუქარს მასწავლებლისთვის და როცა ეს არაა მატერიალური და ძალით შერჩეული.
ნუ დაუკარგავთ ბავშვებს ინდივიდუალურობას და სხვების გულწრფელად გახარების უნარს.
მადლობა ჩემს მასწავლებლებს და განსაკუთრებით დამრიგებელს, რომ არცერთხელ მათგან არცერთ მოსწავლეს არ გვიგვრძნია, რომ ისინი ჩვენგან, ჩვენი მშობლებისგან რამეს ელოდნენ, არცერთ დღესასწაულზე...
და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, საშინელ 90-იან წლებში, როგორ შეეძლოთ მასწავლებლებს მშობლებისგან ძვირფასი საჩუქრების მიღება, როცა იცოდნენ, რომ ზოგჯერ ოჯახებს ბავშებისთვის რვეულის, წიგნის ან უფრო მნიშვნელოვანი რაღაცეების ყიდვის საშუალება არ ჰქონდათ.
გასაგებია, რომ მაშინ არც მასწავლებლებს ჰქონდათ ხელფასი, მაგრამ მაინც.
ინსპირაცია: 2018 წელი, ჩემი ნაცნობების დიდი ნაწილის ფულის შეგროვების დაორგანიზება მასწავლებლის საჩუქრისთვის."
მასალის გამოყენების პირობები






