შეექმნება თუ არა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას საფრთხე - რა განცხადებები გაკეთდა ბრიუსელში
პოლიტიკა - 10:40, 09 Mar, 2018     1603
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის შს მინისტრების შეხვეედრაზე გერმანიას საქართველოს საკითხი არ დაუყენებია.

„ევროკაშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გერმანიას არ დაუყენებია, საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციას ბოროტად იყენებს. თუმცა ევროკავშირი აქვს მოლოდინი, რომ საქართველო გააააქტიურებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით უფლებების და მოვალეობების შესახებ საინფორმაციო კამპანიას. ევროკავშირის სავიზო საკითხების ექსპერტები ამ საკითხს 26 მარტს დაუბრუნდებიან“- წერს რიკარდ იოზვიაკი.





გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამ თემას ევროკომისარი დიმიტრის ავრამოპულოსიც შეეხო.

მისი თქმით, ქართული მხარე გაფრთხილებულია არალეგალების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ პრობლემის მოგვარებას ოფიციალური პირები შეძლებენ.

„როგორც გესმით, რა თქმა უნდა, ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ თემის შესახებ და გავუზიარეთ ჩვენი წუხილი საქართველოს ხელისუფლებას. მე პირადად მაქვს კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს ჩვენთან და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით უპასუხოს საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციას. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. მათ ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა, როგორც ეს იყო სხვა მსგავს შემთხვევებში. მე ხშირად ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის უფლება, რომელსაც ასევე ვალდებულებები ახლავს თან. ამ საკითხზე და რისკებზე, რომლებიც თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნასთან არის დაკავშირებული, მუდმივად უნდა იყოს საუბარი საინფორმაციო კამპანიების საშუალებით. დარწმუნებული ვარ რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ პრობლემის მოგვარებისთვის მზადყოფნა, შედეგს მალე მოიტანს“- განაცხადა ავრამოპულოსმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42