აჭარის მთავრობის წარმომადგენელის, ალექსანდრე დავითაძის განცხადებით თურქეთის საბაჟოზე ტექნიკური შეფერხება იყო, რომლის გამო მებაჟეები ვერ ამოწმებდნენ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკაში სავარაუდო დარღვევა ჰქონდათ. მისივე განცხადებით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
თურქეთ საქართველოს საზღვარის პარალიზება, 7 მარტს, საღამოს 5 საათისთვის მოხდა. თურქულ მხარეს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, დაზიანდა კომპიუტერული ქსელი და შეწყდა ორმხრივად მგზავრთა საზღვარზე გატარება.
იმ დროისთვის, თურქეთის მხარეს, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იმყოფებოდა და სამშობლოში დაბრუნების პრობლემა შეექმნათ.
დღეს მთელი დღის განმავლობაში 20 მოქალაქის მონაცემების გადამოწმება და საზღვარზე გატარება მოხერხდა, თუმცა ტექნიკური სისტემის ხელმეორედ გათიშვის გამო, თურქეთის მხარეს დარჩა საქართველოს 30 მოქალაქე.
როგორც აჭარის მთავრობის წარმომადგენელი იტყობინება, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სისტემამ მუშაობა განაახლა 8 მარტს 21:10 საათზე,
„მუშაობენ დიდი შეფერხებით, რამაც გამოიწვია დიდი ნაკადის დაგროვება. თურქი მებაჟეები ქართველ მებაჟეებთან საუბრისას მუდმივად აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ ინტენსიურად პრობლემის აღმოსაფრხვრელად,“-განაცხადა შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
ამ დროისთვის პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მგზავრები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






