პრემიერმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 20:33, 08 Mar, 2018     1172

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს პამელა ვიპონდსა და გილბერტ ფელის უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მთის კურორტების მდგომარეობის, პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად იმყოფებიან.

მათი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის შეხვედრისას მიიღეს, რომელიც 2018 წლის იანვარში ქალაქ ლოზანაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებს - ვიზიტისთვის, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს სწრაფი რეაგირებისა და საქართველოში ექსპერტთა ჯგუფის მოკლე ვადაში გამოგზავნისთვის დღეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მათ შეფასებებსა და შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას მთის კურორტების განვითარების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას და ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა შეისწავლეს, ანალიზის შედეგად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. მათი შეფასებების საფუძველზე კი საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რა მიმართულებების განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს მეტი რესურსი, რათა ქვეყანამ პერსპექტივაში ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42