გიორგი მარგველაშვილი ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
პოლიტიკა - 19:52, 08 Mar, 2018     1066

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისარ ვიოლეტა ბულცთან საქართველოს იმ სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც ქვეყანა ამ მიმართულებით ახორციელებს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას ტრანსპორტის სფეროში. აღსანიშნავია, რომ საქართველო განაგრძობს როგორც ასოცირების შეთანხმების, ასევე ,,ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ'' შეთანხმების ეფექტურ განხორციელებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მოდერნიზაციაში.

ურთიერთკავშირების განვითარება მათ შორის ტრანსპორტის სფეროში, ქვეყნის მნიშვნელოვანი მიზანია, რომლის შედეგადაც საქართველო რეგიონში სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად უნდა იქცეს.

პრეზიდენტმა ევროკომისარს ინფორმაცია მიაწოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, რომელიც დიდი მოცულობის სატვირთო გემების მიღებას შეძლებს და ვაჭრობის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

საუბარი შეეხო ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტობანის მშენებლობისა და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზის პროექტებს, რომელიც საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს გაზრდის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42