ევროკავშირი საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობს
პოლიტიკა - 16:32, 08 Mar, 2018     1038
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს ევროპული მომავალი, სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები და უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნის პირველმა პირმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პრეზიდენტ ტუსკის პირად წვლილს ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის განვითარებაში.

შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებული ის დინამიკური პროგრესი, რომელიც გასულ წელს ისეთი მნიშვნელოვანი მიღწევებით გამოიხატა, როგორიცაა: ასოცირების შეთანხმების ამოქმედება, აქტიურ ფაზაში შესული ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ენერგეტიკულ კავშირში საქართველოს გაწევრიანება, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რაც ყველაზე ხელშესახები სარგებელია საქართველოს მოსახლეობისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე, მათ შორის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების რეფორმებსა და ასევე რეფორმებს სექტორულ სფეროებში.

საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირთან სრული ინტეგრაციის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და ტრაგიკული დაღუპვის შესახებ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე ცხედრის გადმოსვენების საშუალებას არ იძლევა. ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს - ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს კი, ოკუპირებული ტერიტორიის დატოვების უფლება კვლავ ეზღუდებათ.

ამავე დროს, საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს იმ დაუყოვნებლივი რეაგირებისა და განცხადებისთვის, რომელიც ევროკავშირმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის პროვოკაციულ და ანექსიურ ქმედებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. პრეზიდენტის თქმით, ბოლო ტრაგედია, კიდევ ერთხელ ადასტურებს უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმის არსებობის აუცილებლობას ოკუპირებულ რეგიონებში.

აღინიშნა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და ხელშესახები შედეგის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიდან ელოდება.

ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგსა და ევროკავშირ-რუსეთის დიალოგის ფორმატში კიდევ უფრო გააქტიურება.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკის მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილი და გატარებული იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის პრევენციას ეხება.

აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაუყოვნებლივ რეაგირებს საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოთხოვნების ნებისმიერ დარღვევაზე. უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის შემცირების მიზნით კი იგეგმება საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებების გატარება.

ქართული მხარე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და ასევე სთავაზობს, საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განსახილველად დაჩქარებული პროცედურები გამოიყენონ.

საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკი 26 მაისს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42