„ნაცარქექიები ,,ოცნების“ ოფისშია... რა ქნეს?... მიწიქვეშა გადასასვლელი მორეცხეს და ლეკვი მიიყვანეს მერიაში“ - ელისაშვილი
პოლიტიკა - 15:28, 08 Mar, 2018     2803
ალეკო ელისაშვილის მიერ დედაქალაქის მერის გაკრიტიკებას, კახა კალაძის პასუხი მოჰყვა, რომელმაც ელისაშვილს „უქნარა და ნაცარქექია“ უწოდა. მისი მისამართით გამოთქმულ ეპითეტებზე კომენტარი ალეკო ელისაშვილმა ტვ პირველის ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ კალაძის მერობის 4 თვის განმავლობაში მხოლოდ კამარებთან კეკლუცობა და არაფრისკეთებას ქონდა ადგილი. მისი თქმით მას არ ქონია მოლოდინი, რომ ამ 4 თვის განმავლობაში თბილისის ყველა პრობლემა მოგვარდებოდა, თუმცა ის მცირედ პოზიტიურ ტენდენციებსაც კი ვერ ხედავს.

,ეს არის ქალაქის აბუჩად აგდება, ამ ქალაქში ამდენი პრობლემაა. დღის ეკონომიკა და დღის ცხოვრება ხო ბრდღვნის და კრამიტებს ამტვრევს და ისე არის ყველაფერი. ეს უბრალოდ არის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება და მეტი არაფერი. არ ესმის არც კალაძეს და არც მის გუდნს საერთოდ რა პრობლემებია ამ ქალაქში. ან ვერ ხვდებიან, ან გაურბიან. რაღაც ნაცრის შეყრა უნდათ. ნებისმერ შემთხვეევაში ეს არის მავნებლობა. სამსახური შეიქმნება, მოადგილეები იქნება. მოადგილეებს თანაშემწეები ეყოლებათ, მათ მძღოლები, ყავის მომდუღებლები, ცალკე ბიუჯეტი და ამ დროს შეიძლება ყველაფრის მარტივად მოგვარება. მერიაში არსებობს ეკონომიკური განვითარების სამსახური და მას დაედო კონცეფცია როგორც დღის ეკონომიკაზე, ასე ღამისაზე და ასე განევითარებინა...მაგრამ ამის მაგივრად არასერიოზულ ნაბიჯებს დგამენ და უბრალოდ ფლანგავენ ფულს. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს არის არაპროფესიონალიზმის გამოვლინება. კალაძე რატომ ლაპარაკობს ასე არაკორექტულად? მე მესმის მისი. უკვე ოთხი თვე გავიდა და ამ ოთხი თვის განმავლობაში მეც და ნებისმიერმაც, ვინც ვადევნებდით თვალყურს, ვნახეთ კამერებთან კეკელუცობა და არაფრის კეთება. მიწიქვეშა გადასასვლელი მორეცხეს და ლეკვი მიიყვანეს მერიაში - ნუ კარგით - მერე? ნებისმიერმა თბილისელმა თავისთავს კითხოს, ამ ოთხი თვის განმავლობაში რამე ტენდენციას, ხაზგაზსმით ვამბობ, რამე ტენდენცია, იმიტომ რომ 4 თვეში ამ დანჯღრებული ქალქისგან როგორიც თბილისია ვერ შექმნიდი ევროპული დონის გაძლიერებულ ქალაქს. რამე ტენდენცია დაინახეთ? თქვენი ცხოვრება ოდნავ მაინც გაუმჯობესდა? რამეს ხედავთ რომ მოწესრიგდა და გაკეთდა . თითოეულმა მოქალაქემ თქვენ თავს კითხეთ ამ ოთხი თვის განმავლობაშ უკეთეს ჰაერს სუნქავს? უფრო მეტი რეკრეაციაა? სამშენებლო ქაოსი გაჩერდა? სითი პარკის პრობლემა მოგვარდა? საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა მოგვარდა ? უფრო მეტი სიმწვანეა? ქალაქში ბავშვებს ასეირნებთ? ტროტუარზე დადიხართ? საცობები არის? ამაშია საქმე და როდესაც ამაზე მივუთითე და გავაკრიტიკე, გამოხტა და ასეთი არაკორექტული განცხადებებით გამოვიდა. უქნარების, ნაცარქექიების და მექრთამეების ნახვა თუ უნდა ერეკლეს ქუჩაზეა „ქართული ოცნების“ ოფისი.“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42