თითოეული ჩუქურთმა შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველია, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ - ხელისუფლება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციას იწყებს
პოლიტიკა - 15:08, 08 Mar, 2018     1240
დღეს, გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა ადამიანს მოუწოდა, რომ დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩაერთონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ლადო გუდიაშვილის მოედანზე განაცხადა.

„თბილისი ყოველთვის იყო და არის მრავალფეროვანი ქალაქი. თბილისი ყოველთვის იყო მოვლენების ეპიცენტრი. საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, იმ ცუდი და კარგი რაღაცების დასასრულიც და დასაწყისიც, რაც ხდებოდა, იყო თბილისი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ის სიმდიდრე, რაც ამ ქალაქს გააჩნია, მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. მინდა დღეს გუდიაშვილის მოედინიდან მივმართო ყველა ხელოვნებათმცოდნეს, ყველა რესტავრატორს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც მართლა ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ძეგლებს, თოთოეულ ეზოს, აივანს, ჭიშკარს მოვუაროთ, რომ შევინარჩუნოთ - ჩვენი კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის და ერთად განვახორციელოთ ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უფრო უკეთეს გახდის ხვალინდელ თბილისს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრიც დაესწრო გიორგი კვირიკაშვილის თქმით, , „ახალი თბილისის“ პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის რეაბილიტაცია, აღდგენა არის პატრიოტული, მამულიშვილური საქმეა.

მისივე თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში იგეგმება მიმდებარე ქუჩების, 30-მდე შენობისაღდგენა, საიდანაც 18 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„დღეს ვიწყებთ მნიშვნელოვან პროექტს. „ახალი თბილისის“ პროექტის ფარგლებში გუდიაშვილის რეაბილიტაცია, აღდგენა არის პატრიოტული მამულიშვილური საქმე ჩვენთვის იმისათვის, რომ თითოეულ ულამაზეს შენობას შევუნარჩუნოთ ისტორიული სახე. ეს არის ადგილი, სადაც იგრძნობა განსაკუთრებულად თბილისის სუნთქვა. ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა და აქცია ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად მთელ მსოფლიოში. წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, უყურადღებობამ სავალალო შედეგამდე მიიყვანა ამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა. ამიტომ ეს ნამდვილად არის მამულიშვილური საქმე, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციას.

ეს არის განსაკუთრებული პროექტი. ჩვენ უკვე აღვადგინეთ აღმაშენებლის გამზირი, ის იქცა ერთ-ერთ ულამაზეს მიზიდულობის ცენტრად. მიმდინარეობს ორბელიანის მოედნის აღდგენა რეაბილიტაცია და შემოდგომაზე ჩვენ უკვე გვექნება ულამაზესი უბანი აღდგენილი. დღეს უკვე ჩვენ ვიწყებთ ამ ულამაზესი მოედნის რეაბილიტაციას და ეს არის საშური საქმე.

ჩვენ ვართ უბედნიერესი ადამიანები, რომ ამ მემკვიდრეობის მომსწრენი ვართ და ეს არის უდიდესი ვალი, რომ ეს მემკვიდრეობა მომავალ თაობებს შემოვუნახოთ. თითოეულ აივანს, თითოეულ ეზოს მოვუვლით და აღვადგენთ, ეს არ იქნება ძველი თბილისის აღდგენის პროცესის დასასრული. პირიქით, იწყება მნიშვნელოვანი საქმე და თბილისის თითოეულ ულამაზეს შენობას, უბანს, ქუჩას, ეზოს ასევე მოვუვლით. უმთავრესი არის ის, რომ ძველი თბილისი არის ჩვენი თბილისელები. ეს პროექტი იმითაც არის გამორჩეული, რომ ითვალისწინებს აქ მცხოვრები ადამიანების ყოფის გაუმჯობესებას, ეს არის 100-ზე მეტი ოჯახი, რომელთაც საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდებათ.

​ჩუქურთმა არ არის ძველი თბილისი, როგორც გიორგი ლეონიძისთვის იყო პატარძეულში თითოეული ქვა დიდი სუნთქვის შემნახველი, ასე არის თითოეული ჩუქურთმა შენობებზე თბილისის სუნთქვის შემნახველი, თბილისელების სუნთქვის შემნახველი და სწორედ ამ სუნთქვას უნდა გავუფრთხილდეთ. თბილის არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი. თბილისი არის ის უდიდესი კულტურული ტრადიციები, რომელიც თბილისმა შემოინახა ეს არის ჩვენი თბილისი და ჩვენი საქართველო, სწორედ ამის მოფრთხილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მოედნის რეაბილიტაციაზე. 2019 წლის დასასრულს თბილისს შეემატება კიდევ ერთ ლამაზი უბანი"- თქვა პრემიერმა.

დღეიდან გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაცია დაახლოებით, 30 მისამართზე განხორციელდება, რომელთაგან 20 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სამუშაოები 50 მილიონ ლარამდე ჯდება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42