თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკას“ შენობის მეოთხე4 სართულიდან 7 წლის ბავშვი მეოთხე სართულიდან მესამეზე გადავარდა. არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მას თავის ტრავმა აქვს მიღებული.
არსებული ინფორმაციით, მომხდარი უბედურ შემთხვევას უკავშირდება, მოზარდი მოაჯირს მიეყრდნო, რომელიც არ იყო მყარი. ბიჭმა ფარდისთვის ხელის მოკიდება მოასწრო, ამის შემდეგ კი იგი მეოთხე სართულიდან მესამეზე ჩავარდა.
„მაყურებლები იყვნენ გარეთ, ღონისძიების დაწყებას ელოდებოდნენ, რომ გამოვედით ბავშვი უკვე მოთავსებული იყო სკამებზე, ჰქონდა თავი გატეხილი, ბავშვი იდგა მოაჯირთან, ფარდა იყო გაწეული, ბავშვი მიეყრდნო მოაჯირს, რომ დაინახა სიცარიელე იყო, ფარდას დაეკიდა. მოაჯირზე არ არის დამცავი შუშები გაკეთებული, ფარდით იყო დაფარული, მიაწვა ზურგით და სიცარიელე რომ იყო, დაიხმარა ფარდა“, - აცხადებს თვითმხილველი.
მასალის გამოყენების პირობები






