"მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით თანასწორ და სამართლიან საზოგადოებას!“- პრეზიდენტის სარვამარტო მილოცვა
პოლიტიკა - 14:15, 08 Mar, 2018     1197
საქართველოს პრეზდენტი მოსახლეობას ქალთა საერთაშორისო დღეს უწლოცავს:

„გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს.

ვულოცავ ამ დღეს არამხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების და თანასწორობის იდეა.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება. ქართული კულტურა და ტრადიცია აღიარებდა და ეყრდნობოდა ამ ღირებულებებს; ისტორიულად ეს იდეები ჩვენთვის მშობლიური და ძვირფასია.

მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში თანასწორობის და თავისუფლების მიმართულებით არაერთი გამოწვევა გვაქვს, მათ შორის, კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია - ამ ძალადობის გარკვეულწილად გამართლების და მისი მიმღებლობის ტენდენცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

მიუხედავად კონსტიტუციაში დეკლარირებული თანასწორობის იდეისა, ქალები ბევრგან განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას: ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და სხვ. ამ უთანასწორობას, ჩაგვრას და ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ზოჯერ აშკარა, ზოგჯერ უფრო ფარული, მაგრამ ის არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ყველას გვასუსტებს - ქალებსაც და კაცებსაც.

დღეს საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე, რაც კარგია! მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, მე კვლავაც მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში. ამაზე მე, ჯერ კიდევ, 2015 წელს გავაკეთე საჯარო მოწოდება, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოგვეღო კვოტირების სისტემა. მაშინ მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.

როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უბრალოდ, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი იყვნენ მკეთრ უმცირესობაში. ამასთან, საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე! მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან;

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რათა ამან არ დააბრკოლოს გოგონები, მიიღონ განათლება და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრების გზაზე;

განათლების მიღების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობით, რათა ამ უთანასწორობამ არ შეაფერხოს ქალთა აქტიური მონაწილეობა; სახლში შრომის და მშობლობის ტვირთის თანაბარი განაწილების წახალისებით ქალსა და მამაკაცს შორის; ამ ყველაფრის გარეშე ქალთა საჯარო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელია.

ძლიერად ვგულშემატკივრობ საზოგადოების დიდ ნაწილს, ვინც ითხოვს სავალდებულო კვოტირებას და მხარს ვუჭერ იმ პროცესს, რომელიც სავალდებულო კვოტირების კანონმდებლობით შემოღებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტში.

იმედს გამოვთქვამ, რომ კანონპროექტი მალე გადაიქცევა კანონად და მას მოყვება ასევე ის ზემოაღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხიდან, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქალებმა რეალურად შეძლონ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში.

მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით თანასწორ და სამართლიან საზოგადოებას!“- აცხადებს პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42