„ყველაფერიც იცის ამ „მოპოეტო გარეწარმა“, მაგრამ ასე უბრძანა პატრონმა“ - თაკო ჩარკვიანი
სოც.მედია - 12:10, 08 Mar, 2018     5042
პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქკში“ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მძიმეა, როცა ადამიანი ნიჭის ნაკლებობას განიცდის. ჩარკვიანის თქმითვე, თუ ადამიანს პოეტობა უნდა, მინიმუმ, ზიზღი არ უნდა ახრჩობდეს.

„ვინმე „მოპოეტო ელემენტი“ ბ.ს წერს, თაკო რატომ ამბობ, რომ 1969 წელს და 1972 წელს, ჯანსუღმა „რწმენის კედელი“ და „ჰიმნი თავისუფლებას“ დაწერაო, მე რატომ არ ვიცოდიო, ჩუმად დაწერაო? (საოცრება) რა არ გამიგია, მაგრამ ასეთი ბრალდება აღარ გამიგონია, არ იცი და ნუ იცი, რა ვქნა ახლა, მთელი საქართველო კი მღერის, ბატონო, და, სულ ცოტა, 100-ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა ჟურნალში და ყველა კრებულში, რაც კი აქვს ჯანსუღს - აი საოცრება, ასეთი ბრალდება კომუნისტებისგანაც არ მსმენია - ისინი ამბობდნენ, რატომ წერთო, თორემ რატომ არ ვიცით ჩვენო, ამას ნაღდად არ ამბობდნენ. ეჰ, რას იზამ, რას არ გაიგებ, ძნელია ეტყობა, როცა გაწვალებს რაღაც და ვერ წერ, მძიმეა, ნიჭის ნაკლებობას როცა განიცდის კაცი (როგორც გალაკტიონი იტყოდა - „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“) და თუ, მაინც და მაინც, პოეტობა უნდა, სულ ცოტა, მინიმუმ, ზიზღი არ უნდა ახრჩობდეს (მეტი სიყვარული სჭირდება მაგ საქმეს).

მოკლედ, რადგან ვიცი, მე არ მოვწონვარ, ამ „ღრუსულ სუბიექტს“, ჩემი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო, ამიტომ ჯანსუღის ლექსით ვუპასუხებ;

„წამო ღმერთთან შეგარიგებ,

ის არს ჩვენი გამრიგე,

სიცოცხლე თუ ვერ გაიგე.

სიკვდილს როგორ გაიგებ?

მიწა გიმზერს ავი თვალით,

რეკენ ავი ზარები,

ციდან მოდის სამართალი-

შიშის ზარი მბრძანებლის.

ნისლში დგანან პოეტები,

ირგვლივ ანწლის მთებია,

დაუნდობლად მოვლენ მტრები,

მაგრამ გაწბილდებიან.

ჯ.ჩ.“

ამ უსუსურ მოპოეტო ელემენტ ბ.ს-ს, ყველა მაშინდელი (70-წლიანი რეჟიმის დროს) რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ჟურნალის რედაქტორი თუ კომუნისტების მოტრფიალე ჰგონია, დაღუპულა გენიალური ქართული კულტურა და გულწრფელად შემეცოდნენ მუხრან მაჭავარიანი (ჟურნალ „დილის“ რედაქტორი იყო), ნოდარ დუმბაძე (მწერალთა კავშირის თავმჯდომარე) ჭაბუა ამირეჯიბი( კინოსტუდია), ჯანსუღ ჩარკვიანი (ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი), ელდარ შენგელაია (კინო-კავშირის თავმჯდომარე), თამაზ ჭილაძე (ჟურნალ „მნათობის" რედაქტორი); ეს უცბად ვინც გამახსენდა, აკაკი ბაქრაძე (რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი)... რა ვიცი, ვინ მოთვლის ამ უნიჭიერეს ხალხს, გურამ ფანჯიკიძე - ჟურნალ „განთიადის“ რედაქტორი, გალაკტიონი (ეს გენიოსი) ლენინის პრემიიის ლაურეატი. ასე რომ „დევიღუპეთ“ ამ „ტიპის“ აზროვნების მიხედვით. ეს „სუბიექტი“ დაგვრჩება შემფასებლად იმ ეპოქის და არ არის ეგ კარგი ამბავი.

ეჰ, ყველაფერიც იცის ამ "„მოპოეტო გარეწარმა“, რა და როგორ იყო, მაგრამ ასე უბრძანა „პატრონმა“, ახლა ასე ქენი, ეგება, კიდევ ერთხელ დავანთოთ ხანძარი კვლავ ქართველების ხელითო. აბა, ჰე,“ - წერს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42