სარფის საბაჟო პუნქტზე მიმოსვლა პარალიზებული 7 საათი განმავლობაში იყო, მიზეზი თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში ელექტრონული სისტემის გათიშვა გახდა.
ამ საკითხს გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური:
„საქართველო-თურქეთს შორის მიმოსვლა სგპ სარფის გავლით, აღდგენილია. რამდენიმე საათიანი შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებმა პუნქტმა "სარფი" მუშაობა განაახლა. პირველ ეტაპზე ორ ქვეყაას შორის მიმოსვლა შეფერხებით ხორციელდება. თუმცა, როგორც თურქული მხარე აცხადებს, უმოკლეს დროში შეძლებენ სრული დატვირთვით განახორციელონ მგზავრთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატარება. შეგახსენებთ, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამდვებ პუნქტში, ელექტრონული სისტემის გათიშვის გამო, საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა სგპ სარფის გავლით, რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






