როგორც "ნიუპოსტს" მერიიდან აცნობერს, უწყება ღონისძიების პარტნიორი არ არის და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს აღნიშნულთან დაკავშირებით.
"რუსთავის მერია ეხმიანება ქართულ მედიასაშუალებებში და ერთ-ერთ რუსულ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კარელიის რესპუბლიკაში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებაში, სახელწოდებით - ,,რუსეთი და საქართველო: ერთმანეთთან შესახვედრად“, რუსთავიდან რუსული კულტურის ცენტრ ,,ნაკადულის“ ახალგაზრდული თეატრალური სტუდია ,,სარკე“ მონაწილეობს.
მედიასაშუალებებმა დღეს გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის ქალაქ პეტროზავოდსკში დაგეგმილ ქართული კულტურის დღეებში, ქალაქ რუსთავიდან ახალგაზრდული სტუდია ,,სარკეც“ მიიღებს მონაწილეობას.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს ღონისძიების პარტნიორს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს აღნიშნულთან დაკავშირებით"- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საუბარია ფორუმზე: „რუსეთი და საქართველო: ერთმანეთისკენ“, რომელიც რუსეთში, კარელიის რესპუბლიკის დედაქალაქ პეტროზავოდსკში ტარდება.
პეტროზავოდსკის საქალაქო ოლქის ადმინისტრაციის კულტურის მართვის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები ბათუმიდან და რუსთავიდან.
მასალის გამოყენების პირობები






