გიორგი ვაშაძემ ვაშინგტონში, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 19:13, 07 Mar, 2018     1332
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, ამერიკული მხარის მოწვევით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვაშაძემ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა. უწყების წარმომადგენლებთან განიხილეს ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული, ელექტრონული ჯანდაცვის მართვის სისტემის პროექტი, რომელიც „ინოვაციებისა და გავნვითარების ფონდის“ სპეციალისტების თანაავტორობით, უკრაინაში შემუშავდა.

„შტატებში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გავმართეთ ვაშინგტონში, ჯანდაცვის სამინისტროში. ვისაუბრეთ, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენებით, ელექტრონული ჯანდაცვის მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სრულიად შეცვლის მენეჯმენტს და გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. ამერიკული მხარის ინტერესი გამოიწვია "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" თანაავტორობით შექმნილმა ჯანდაცვის სისტემის რეფორმამ უკრაინაში, რომელიც არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. 9 თებერვალს, ჩვენ გავმართეთ საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი ჩიკაგოში. მოწვეულ სტუმრებსა და დელეგატებთან ერთად, ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბლოკჩეინ ეკონომიკა, კრიპტოვალუტა, ბლოკჩეინის როლი მედიცინაში, დაზღვევაში და სხვა. სასიამოვნოა, რომ ამას მოყვა მსგავსი სახის დაინტერესება და გამოხმაურება და საშუალება გვაქვს, ახლა უფრო დეტალურად გავაცნოთ ჩვენი ხედვები ამერიკულ მხარეს ‘’- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდმა“ მიმდინარე წლის 9 თებერვალს, ჩიკაგოში საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი გამართა. კონგრესზე, ჩამოყალიბდა სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტებისა და ექსპერტებისგან შემდგარი პლატფორმა, რომელიც 200-მდე ორგანიზაციასა და კომპანიას აერთიანებს.

ვაშინგტონში ვიზიტი 6 მარტს დაიწყო და 10 მარტს დასრულდება. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. მათ შორის, აუციდენცია შედგება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ბანკისა და IMF-ის წარმომადგენლებთან. ასევე შეხვედრები, ამერიკის სენატსა და კონგრესში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42