პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშრებით დროის გაჭიანურება გაამყარებს აზრს, რომ ტატუნაშვილი მოკლეს. იგი ასევე მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის ვადებით მანიპულირება არასწორია:
“დროის გაჭიანურებით მეტი კითხვის ნიშანი გაჩნდება და აზრი გამყარდება, რომ ტატუნაშვილი მოკლულია. ეს ჩვენი ინტერესი არაა, სხვა მხარის ინტერესია, რომელსაც არავინ არ უნდა ემსახუროს. შერიგებისკენ უნდა ვიაროთ. ეს ვიღაცას არ აწყობს, მას ჩვენს რეგიონში მეტი ცრემლი, სისხლი, ცხედარი უნდა. ვიღაცას არ აწყობს, ქართულმა მხარემ ცხედარი დროზე მიიღოს, მას უნდა, მეტი აგრესია გაჩნდეს. ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ ოჯახმა მიცვალებული დაიტიროს და რეგიონში მშვიდობა იყოს”, – აცხადებს ფოფხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






