"ამერიკული მხარე კომერციული ატაშეს რეფორმის განხორციელებაში დაგვეხმარება" - გენადი არველაძე
პოლიტიკა - 17:00, 07 Mar, 2018     619

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, როგორ უნდა გაძლიერდეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ინვესტიციების, აგრეთვე ენერგეტიკის და სხვა სექტორებში.

შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ გამოხატა მზაობა, მხარი დაუჭიროს იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ახორციელებს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა კაპიტალის ბაზრის, საპენსიო და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებზე. ასევე საუბარი წარიმართა კომერციული ატაშეების ინსტიტუტზე, რომლის ამოქმედებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. „ჩვენ მივიღეთ დაპირება ამერიკული მხარისგან, რომ მაქსიმალურად მხარს დაგვიჭერს ამ რეფორმის წარმატებულად გატარებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ასევე ყურადღება გამახვილდა ამერიკული მხარის გამოცდილების გაზიარებასა და დახმარებაზე ინოვაციებისა და სტარტაპების ნაწილში. „ამ კუთხით, ჩვენ ისინი ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას გვიწევს და ეს მხარდაჭერა უფრო მეტად გაძლიერდება,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე განხილული იყო რეფორმები, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში ახორციელებს.

შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ სავაჭრო მისიების გაგრძელებაზე, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკის მხრიდან წარმატებით ხორციელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42