„ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან! იციან მისამართები და ყველა დეტალი! მისმინე, შე ნაბიჭვარო!“ - „ლურჯი ვეშაპის“ კიდევ ერთი მსხვერპლი
სოც.მედია - 12:37, 07 Mar, 2018     8547
5 მარტს, დიღმის მასივში საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულიდან არასრულწლოვანი გადახტა, რომელიც დაზიანებებით ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს.

მოზარდის და სუიციდის მცდელობას „ლურჯ ვეშაპს“ უკავშირებს. ინფორმაციას ამის შესახებ სალომე შონია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ეს არის სექტა "ლურჯი ვეშაპი", («голубой кит») რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით.

რატომ ვწერ?

2018 წლის 5 მარტს, როდესაც მშვიდად ვსეირნობდი მილანის ქუჩებში, სასტუმროში დაბრუნებულს დამხვდა ჯოჯიხეთური ამბავი. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! ჩემი სანდრო, რომელსაც სიმაღლის ისე ეშინოდა, რომ ლიფტის 5 თეთრსაც ვერ ჩამოგიგდებდა, სულ რომ სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაგჭირვებოდა! ჩემი სანდრო, რომელსაც დაბადების წამიდან თვალებში შევციცინებთ და მის სუნთქვას ძილშიც კი ყურს ვუგდებთ! ჩემი სანდრო, მე რომ დავარქვი სახელი და მის ამ ქვეყნად მოვლენამდე "ძმას ვფიცავართქო" ვიფიცებდი და თავი უკვე დიდი მეგონა, უფროსი და ვხდებოდი! ჩემი სანდრო, რომელსაც ინდიგოს ვეძახი და ჩემი პირადი Google-ა, ყველაფერი რომ იცის სამყაროში და იმის იქითაც!

აი ასეთ სანდროზე ვიგებ, რომ მერვე სართულიდან გადახტა!

გ ა დ ა რ ჩ ა ! სასწაულად, ისიც ისე გადარჩა, რომ გონებაც არ დაუკარგავს და საოპერაციომდე კომუნიკაბელური იყო! დღეიდან სანდრო ტერმინატორი დავარქვი.

ახლა კი რაც შეეხება მისი ქავერის ფოტოს და ადამიანებს, რომლებსაც გულები გაქვთ რეაქციებად! ვეჭვობ თქვენც ამ ლაბირინთში ხართ დაკარგული და დროა ვინმემ ხმა ამოიღოს! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ.

ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ!

ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან! იციან მისამართები და მსხვერპლის ოჯახზე ყველა დეტალი!

მივმართავ ყველას, დროა ამ კოშმარზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გადაჭრის გზები მოვიძიოთ და სკოლებში ბავშვებსა და მშობლებს ავუხსნათ რა საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები, სრულიად უკონტროლო ინტერნეტ სივრცეში.

ეს ყველას ეხება!

დაიბლოკოს საიტები, გაკონტროლდნენ მოზარდები ინტერნეტსივრცეში.

კრიმინალი ვირტუალურ სამყაროში გადავიდა და ამაზე რეაგირება დროულად უნდა მოხდეს! კიდევ რამდენი მფრინავი ბავშვია საჭირო, რომ იმოქმედოთ?!

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

პ.ს. "ლურჯი ვეშაპის" ადმინისტრატორებს და შემქმნელებს კი ერთ რამეს ვეტყვი! დღეს მოწერეს "კიდევ არ გადმომხტარხარო?" ხოდა მისმინე შე ნაბიჭვარო! სიცოცხლის ბოლო წამამდე შენს ძებნაში ვიქნები და გპირდები, მოგაგნებ, ისეთ დღეში ჩაგაგდებ დაჩოქილი შემევედრები რომ რომელიმე სახურავიდან გადაგაფრინო!"- წერს შონია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42