პოლიტიკური ოპოზიცია საზმაუს ბორდის მიმართ დაუყოვნებლივ უნდობლობის პროცედურის დაწყებას ითხოვს - პარტიების განცხადება
პოლიტიკა - 12:21, 07 Mar, 2018     1182
პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიმართ დაუყოვნებლივ უნდობლობის პროცედურის დაწყებას ითხოვენ.
"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა და მისი ერთგულება ერთ-ერთი ძირითადი საკითხია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, მოქალაქის მიერ დაფინანსებული და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის.

კანონმდებლობით შექმნილი დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის მაღალი გარანტიების მიუხედავად, გამოცდილებამ გამოავლინა, რომ მიუღწევადი გახდა საზოგადოებრივ მაუწყებელში პოლიტიკური და კომერციული გავლენისაგან თავისუფალი მმართველი ორგანოების ჩამოყალიბება. საქართველოს პარლამენტის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა და ვეტოს დაძლევის პროცედურამ დაადასტურა, რომ ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს იმისათვის, რომ საბოლოოდ შეუსძლებელი გახდეს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩამოყალიბება.

“ქართული ოცნება” ურყევად დაადგა პოლიტიკური ძალადობის გზას და ამ ცვლილებებით კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა მიაყენა სიტყვის თავისუფლებას და მედია პლურალიზმს. პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საქართველოს პრეზიდენტის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად, ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ძალზე უარყოფით რყევებს გამოიწვევს მედია ბაზარზე, შეავიწროებს კერძო მაუწყებლებს და, ამავდროულად, შექმნის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის გაუმჭვირვალედ საქმიანობის, კორუფციული გარიგეგების დადების კანონიერ შესაძლებლობას. კერძოდ, ა) საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსებაზე შეზღუდვის მოხსნა (გამონაკლისების გარეშე) აზარალებს ყველა კერძო ტელემაუწყებელს და შეამცირებს მათ სარეკლამო შემოსავალს, იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს იმთავითვე აქვს დაფინანსების უპირატესობა (52 მიოლინი ლარი წელიწადში); ბ) საზოგადოებრივ მაუწყებელზე არ გავრცელდება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონით დადგენილი ღია და გამჭვირვალე პროცედურები; გ) ყოველგვარი სტანდარტების გაწერის გარეშე, აძლევს უფლებას საზოგადოებრივ მაუწყებელს დააფინანსონს ეგრედ წოდებული სტარტ-აპები.

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესების მთლიანობაში დანახვა ნათელს ხდის “ქართული ოცნების” მიზანს - საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნას პოლიტიკური ზეგავლენის “კანონიერი” ბერკეტები და ის კიდევ უფრო დააშოროს საზოგადოებას. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ პარლამენტმა ახალი ცვლილებებით საჯარო დაფინანსებით მოქმედ მაუწყებელს მოუხსნა შესყიდვების საჯაროდ განხორციელების ვალდებულება იმ ფონზე, როდესაც ამავე პარლამენტს უკვე მიღებული ჰქონდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2015-2016 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელმაც გამოავლინა არაერთი მძიმე დარღვევა.

ანგარიშში, რომელიც პარლამენტისთვის მზადდება, რათა ხელი შეუწყოს პარლამენტს გონივრული და პროგრესული გადაწყვეტილებების მიღებაში, ასახულია მძიმე ფინანსური დარღვევები, საჯარო ფინანსების უკანონოდ ხარჯვის ფაქტები... (https://sao.ge/files/auditi/auditis-angarishebi/2017/sazogadoebrivi-mauckebeli.pdf) რაც პარლამენტის მხრიდან “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად უნდა გამხდარიყო სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურის დაწყების საფუძველი. სწორედ ეს გარემოება ხდის სიტუაციას კიდევ უფრო მძიმეს და ამ ხელისუფლების პირობებში ვითარების გამოსწორებას შეუძლებელს, რადგან პარლამენტმა, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულიყო ფინანსური დარღვევებით, მიღებული საკანონდებლო ცვლილებებით, გზა გაუხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას თვითნებური და უკანონო მოქმედებისათვის.

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები მივიჩნევთ, რომ მდგომარეობის გამოსწორება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ:

- საქართველოს პარლამენტი ხელახლა შეიტანს ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ” კანონში, რომელიც იქნება დაფუძნებული ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონსენსუნსზე, უარს იტყვის მედია სფეროში სახელისუფლებო ინტერვენციაზე და გაუუქმებს საზოგადოებრივ მაუწყებელს კორუფციული გარიგებების დადების “კანონიერ” შესაძლებლობას;

- დაუყოვნებლივ დაიწყოს სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის პროცედურა და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ დისკუსიას მაუწყებელში არსებულ დარღვევებზე, მათ შორის, დღევანდელი გენერალური დირექტორის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობის შესწავლას და განხილვას. ამ საკითხმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გენერალური დირექტორის უკანონო მოლაპარაკებებთან და სამთავრობო გავლენებთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის პროცესში;

- აქტიური მსჯელობის საგანს გახდის საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, რადგან საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს დამაჯერებელი, კვალიფიციური და სანდო პასუხები მთელი რიგი საავტორო გადაცემების დახურვის მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობაზე, ისევე როგორც ბრიუსელის ბიუროს დახურვის დასაბუთებაზე და სარედაქციო პოლიტიკაში ანტი-დასავლური ელემენტების მომძლავრებაზე. ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის სტანდარტების დაცვაზე, რადგან ჩვენ პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტის შემსწრე გავხდით, რისი საფუძველიც მაუწყებლის მხრიდან განმარტებული იყო, როგორც სამართალდამცავი ორგანოების “კანონიერი” მოქმედების ჩვენების საჯარო ინტერესი (რატიანის საქმე).

შესაბამისად, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, განაახლოს აღნიშნულ საკითხზე დიალოგი მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, პრეზიდენტთან და დაინტერესებულ პირთა მონაწილეობით მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული ვითარების გამოსწორებას"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

პატივისცემით,

ახალი მემარჟვენეები

ახალი საქართველო

ევროპული დემოკრატები

ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფალი დემოკრატები

თავისუფალი საქართველო

ლეიბორისტული პარტია

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის

რესპუბლიკური პარტია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42