საფრანგეთში მოქმედი ამ პროგრამის მიზანია საფრანგეთში მყოფი არალეგალი მიგრანტებისა და იმ პირების სამშობლოში დაბრუნების წახალისება, ვისაც თავშესაფარზე უარი უთხრეს.
იმიგრანტის სამშობლოში დაბრუნების ორგანიზებას საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი (OFII) ახორციელებს.
მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებისა და ფინანსური დახმარების გარდა, OFII დაბრუნების მსურველ იმიგრანტს ეხმარება სამშობლოში დასაქმებასა ან სამეწარმეო საქმიანობის დაწყებაში.
სამშობლოში დასაქმების პროგრამა მხოლოდ 29 ქვეყანაზე ვრცელდება, მათ შორის საქართველოსა და სომხეთზე.
ხელახალი ცხოვრების საწყისი ეტაპების დაწყებისთვის განკუთვნილი ფულადი დახმარების თანხის ოდენობა მერყეობს ქვეყნების მიხედვით.
საფრანგეთის ელჩის განხცხადებით წელიწადში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე იღებს ამ დახმარებას. ეს არიან ის ქართველები, რომლებმაც ვერ მოახერხეს საფრანგეთში მოქალაქეობის სტატუსის მიღება და ურჩევნიათ საქართველოში დაბრუნება
პასკალ მენიეს განცხადებით OFII საქართველოს მოქალაქეებს უშუალოდ სამშობლოში დაბრუნებაშიც ეხმარება, მათ შორის ბილეთის თანხებსაც ეს ორგანიზაცია ფარავს.
რაც შეეხება გერმანიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გერმანიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ა)ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ბ) პირებს რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე გ) საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.
მასალის გამოყენების პირობები






