დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ უნებართვო გარევაჭრობისთვის ჯარიმები გამკაცრდება. ხმალაძის თქმით საჭიროა ეფექტური ხედამხედველობის განხორციელება:
„ინიციატივა უნებართვო გარევაჭრობაზე ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს. უნებართვო გარევაჭრობის აღსაკვეთად, საჭიროა საჯარიმო სანქციების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტური ზედამხედველობის განხორციელება. მივიღე დავალება, რომ გადამზადდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, ასევე მოხდეს სამსახურის რეფორმირება. საჭიროების შემთხვევაში რესურსის გაზრდა, რათა ეფექტური შედეგები მივიღოთ. განმეორებით დარღვევაზე კიდევ უფრო მეტი ჯარიმა იქნება. ფართები არსებობს, თუმცა ხდება უნებართვო ვაჭრობა და ეს უნდა აღიკვეთოს. რაც შეეხება ჯარიმების ოდენობას, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






